Super Bowl-მა მართლაც გაამართლა მაყურებელთა მოლოდინი. მატჩი დრამატული გამოვიდა, კარგი იყო მადონას შოუ შესვენებაზე, ხოლო კელი კლარკსონმა ჰიმნი უშეცდომოდ შეასრულა, რითაც პატრიოტიზმის გაკვეთილი მისცა კრისტინა აგილერას.
მატჩის წინ ხშირად იხსენებდნენ 2008 წელს. მაშინ Super Bowl-ში იგივე გუნდები თამაშობდნენ და გამარჯვება "ჯაიანტსმა" მოიპოვა.
თუმცა ამჯერად, ნიუიორკული კლუბი აუთსაიდერის როლში გამოდიოდა. რეგულარულ ჩემპიონატში არც თუ
სამაგიეროდ, ბევრს ამბობდნენ და წერდნენ "პეტრიოტსის" კვოტერბეკზე ტომ ბრეიდიზე, რომლისთვისაც ეს უკვე მეხუთე Super Bowl იყო.
მაგრამ ბრეიდი ფინალის ერთ-ერთი ანტიგმირი აღმოჩნდა - შეხვედრის დებიუტში სწორედ მან მისცა არარსებულ ადრესატს პასი, ბურთი მოედნის მიღმა გადავარდა და ამით "ჯაიანტსმა" ორი ქულა მიიღო, რამაც, შესაძლოა, განსაზღვრა კიდეც ამ მატჩის ბედი.
ნიუ იორკელები პირველ მეოთხედში მეტოქეზე გაცილებით უკეთ გამოიყურებოდნენ. შესანიშნავად თამაშობდა ილაი მენინგი, რომელმაც მალე პირველი თაჩდაუნი მიითვალა. მან ვიქტორ კრუზის გაქცევა დაინახა და ზუსტად გადასცა ბურთი.
პირველი მეოთხედის სტატისტიკა უცნაური იყო. 11 წუთზე მეტი ბურთი "ჯაიანტსის" ფეხბურთელებს ჰქონდათ, რომლებმაც 19 გათამაშების შესრულება მოასწრეს. "პეტრიოტის" მფლობელობაში კი ბურთი მხოლოდ 8 წამი იყო, რომლის დროსაც ჰქონდა ადგილი ბრეიდის უკვე ნახსენებ ჯარიმას.
სამაგიეროდ, მეორე მეოთხედში ბრეიდი უკვე თავის დონეზე ათამაშდა, თან "პეტრიოტსმაც" დაალაგა დაცვაში მოქმედება. "ნიუ ინგლენდმა" ჯერ თამაშიდან გოლით გაქვითა ანგარიში, დიდი შესვენებისთვის კი "პეტრიოტსს" 98-იარდიანი გმირული დრაივი გამოუვიდა. შესვენებამდე 18 წამით ადრე, "ჯაიანტს" ჩასათვლელ მოედნამდე მხოლოდ ოთხი იარდი აშორებდა. ბრეიდიმ 10 წამი იკმარა.
"პეტრიოტსი" ლიდერის რანგში გავიდა შესვენებაზე.
მეორე მეოთხედის დასაწყისი "ჯაიანტს" კარგს არაფერს უქადდა. ბრეიდის თითქის ყველა პასი ზუსტი იყო და მალე აარონ ერნანდესმა დაიჭირა ტომის 12-იარდიანი გადაცემა და "ნიუ ინგლენდმა" მეორე თაჩდაუნი მიითვალა - 17:9.
და მაინც, "ნიუ იორკი" გამოცოცხლდა, თამაშიდან დარტყმა გამოიყენა და სამი ქულა გაქვითა. მესამე მეოთხედის ბოლოსკენ მცირე დაზიანება მიიღო ბრეიდიმ, "ჯაიანტსი" კი, ამასობაში, კიდევ უფრო მიუახლოვდა მეტოქეს - ლოურენს ტაინესი უზადოდ ურტყამდა - 15:17.
ბოლო მეოთხედში "ჯაიანტსს" იმედი მისცა მენინგების წყვილმა - ოთხი წუთით ადრე ილაიმ ნახევარ მოედანზე ბრწყინვალე პასი მისცა მარიო მენინგს და 82-ე ნომერმა სასწაულებრივ დაიჭირა ბურთი.
შემდეგ გათამაშებაში ამავე წყვილმა მიუახლოვა "ნიუ იორკი" 30-იარდიან ნიშნულს. შემდეგ მენინგმა კრუზი შეამჩნია და "ჯაიანტს" თაჩდაუნამდე 20 იარდი აშორებდა. თამაშის დამთავრებამდე ორი წუთი რჩებოდა, 15:17 და ტაინესი ფეხს ახურებდა დასარტყმელად.
დარტყმა არ შედგა და "პეტრიოტსმა" მეტოქეს თაჩდაუნი შეატანინა. მეოთხედის დასრულებამდე 57 წამით ადრე "ჯაიანტსი" წინ გაიჭრა - 21:17.
დადგა ტომ ბრეიდის დრო და მისი ორი გადაცემა მართლაც კარგი იყო, მაგრამ "ნიუ ინგლენდი" რესივერებმა დააღალატეს. გმირული მოგება არ გამოვიდა და ბრეიდსა და მის გუნდ მომენტალურად გაუფრინდათ ხელიდან მოგება. "ჯაიანტსმა" გაიმეორა 2008 წლის გმირობა. სხვათა შორის ორი წლის წინაც თამაში ანალოგიური სცენარით ვითარდებოდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"