პირველობისთვის აჭარის, ლანჩხუთის, აბაშისა და ქუთაისის ორი გუნდი იბრძოდა. უამინდობის გამო, ქუთაისში ჩასვლა ვერ შეძლო და შეჯიბრებას გამოაკლდა "ოზურგეთი".
ჯგუფური ეტაპისა და ნახევარფინალების შემდეგ III-IV ადგილებისთვის ერთმანეთს "ქუთაისი-2" (12-ე სპორტსკოლის გუნდი) და "აბაშა" დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ქუთაისელთა გამარჯვებით 5:2 დასრულდა.
ფინალურ მატჩში კი "ქუთაისმა" "აჭარას" 4:1 სძლია და ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. ჩემპიონატის დახურვაზე საქართველოს ჰოკეის ფედერაციამ 2011 წლის საუკეთესო ჰოკეისტები სოსო კუხიანიძე და გიორგი სვანიძე (ორივე _ "ქუთაისი")
იმედი გვაქვს, რომ აჭარის ხელმძღვანელობა გუნდის კარგად მოსამზადებლად ძალ-ღონეს არ დაიშურებს და ევროსარბიელზე "აჭარა" ჩვენს ქვეყანას ღირსეულად წარმოაჩენს"-აღნიშნა ჰოკეის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ავთანდილ თევდორაძემ. მისივე თქმით, ქალთა შორის საქართველოს ჩემპიონატი 24-26 თებერვალს ოზურგეთის სპორტის სასახლეში ჩატარდება.
წლეულსვე პირველად საქართველოს 16 წლამდელ ჭაბუკთა და გოგონათა ნაკრები გუნდები მონაწილეობას მიიღებენ ევროპის პირველობაში, რომელიც საფრანგეთში 4-8 ივლისს ჩატარდება. ნაკრებები "ქუთაისისა" და "აჭარის" ბაზაზე დაკომპლექტება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"