NFL-ის კლუბ "კანზას-სიტი ჩიფსის" მოთამაშემ ჯოვან ბელჩერმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ჯერ თავის მეგობარ გოგონას ესროლა, შემდეგ კი თავი მოიკლა.
ფეხბურთელმა ტყვია თავში მაშინ დაიხალა, როცა მის გვერდით იდგნენ გუნდის გენერალური მენეჯერი სკოტ პიოლი და მთავარი მწვრთნელი რომეო კრენელი.
თვითმკვლელობა კი იმ არენაზე მოხდა, სადაც თავის საშინაო მატჩებს ატარებს "კანზასი". არენაზე ფეხბურთელი მას შემდეგ მივიდა, რაც შინ სასიკვდილოდ დაჭრა 22 წლის მეგობარი გოგონა.
ტრაგედიის მოწმე გახდა ბელჩერის დედა - მან დაინახა, როგორ გაისროლა ჯოვანმა თავისი შეყვარებულის
კასანდრა პერკინსის საავადმყოფოში გადაყვანა მოასწრეს, მაგრამ იქ გოგონა ვერ გადაარჩინეს. ამასობაში პოლიციამ სტადიონზე მისვლა დააგვიანა - ბელჩერი უკვე მკვდარი იყო.
შედეგი არ გამოიღო არც ფეხბურთელთან მოლაპარაკებებმა - მან ჯერ მადლობა გადაუხადა მწვრთნელსა და მენეჯერს იმისთვის, რაც მათ მოთამაშისთვის გააკეთეს, შემდეგ კი თავი მოიკლა.
ამ ტრაგედიის გამო კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა "კაროლინასთან" მატჩის ჩატარება, მაგრამ ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ თამაში მაინც შედგა.
რაც შეეხება ბელჩერის დანაშაულის მოტივებს, ამაზე პასუხი არ გააჩნია მის აგენტს ჯო ლინტას: "ჯოვანი ბედნიერი მამა იყო, ყველას უჩვენებდა თავისი შვილის ფოტოს. შეიძლება მიზეზი ვერასდროს გავიგოთ".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"