ამერიკული ფეხბურთი სიცოცხლისთვის სახიფათოა

AutoSharing Option
ამერიკული ფეხბურთის ეროვნული ლიგა (NFL) აპირებს, 100 მილიონი დოლარი გამოუყოს ჰარვარდის უნივერსიტეტს 10-წლიანი პროექტის სანაცვლოდ, რომელიც ითვალისწინებს პროფესიონალი ფეხბურთელების ტრავმების გამოკვლევას, მკურნალობასა და პროფილაქტიკას.

“ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ფართო საზოგადოების ცნობიერებაში NFL-ის მოთამაშე ათლეტური ტიპის სპორტსმენიდან გადაიქცა ადამიანად, რომელიც რისკავს ცხოვრების დასრულებას გაუარესებული ჯანმრთელობით ან ტვინის გაურკვეველი დაავადებებით
”, - წერენ ამერიკელი ჟურნალისტები და აღნიშნავენ, რომ სინამდვილეში, ფეხბურთელთა პრობლემები გაცილებით რთულია და ის მხოლოდ თავის ტრავმებით არ არის გამოწვეული.

“ჩვენ ვხედავთ, რა მდგომარეობაში არიან ყოფილი მოთამაშეები, რომლებმაც 5, 10, 15 ან
20 წლის წინ დაასრულეს კარიერა. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გართულებების ფართო სპექტრის გათვალისწინებით, ჩვენ დარწმუნებულნ
ი უნდა ვიყოთ, რომ საკმარის თანხას ვხარჯავთ პრობლემის შესწავლაზე”, - განაცხადა ჰარვარდის უნივერსიტეტის წარმომადგენელმა ჯორჯ ატალამ.

თანამედროვე ამერიკელ ფეხბურთელებს აქამდე არასოდეს ღირსებიათ სერიოზული სამედიცინო გამოკვლევა, - აღნიშნავენ ჰარვარდში. ადრე მხოლოდ სიკვდილის შემდეგ ამოწმებდნენ ძველი ფეხბურთელების ტვინს.

ფეხბურთის ლიგა, თავის მხრივ, აცხადებს, რომ სურს, უფრო მეტი გაიგოს იმ პროგრამაზე, რომელსაც მას უნივერსიტეტი სთავაზობს და იმედი აქვს, რომ ეს კვლევა დიდ როლს ითამაშებს სამედიცინო მეცნიერების განვითარებაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული