“ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ფართო საზოგადოების ცნობიერებაში NFL-ის მოთამაშე ათლეტური ტიპის სპორტსმენიდან გადაიქცა ადამიანად, რომელიც რისკავს ცხოვრების დასრულებას გაუარესებული ჯანმრთელობით ან ტვინის გაურკვეველი დაავადებებით”, - წერენ ამერიკელი ჟურნალისტები და აღნიშნავენ, რომ სინამდვილეში, ფეხბურთელთა პრობლემები გაცილებით რთულია და ის მხოლოდ თავის ტრავმებით არ არის გამოწვეული.
“ჩვენ ვხედავთ, რა მდგომარეობაში არიან ყოფილი მოთამაშეები, რომლებმაც 5, 10, 15 ან
თანამედროვე ამერიკელ ფეხბურთელებს აქამდე არასოდეს ღირსებიათ სერიოზული სამედიცინო გამოკვლევა, - აღნიშნავენ ჰარვარდში. ადრე მხოლოდ სიკვდილის შემდეგ ამოწმებდნენ ძველი ფეხბურთელების ტვინს.
ფეხბურთის ლიგა, თავის მხრივ, აცხადებს, რომ სურს, უფრო მეტი გაიგოს იმ პროგრამაზე, რომელსაც მას უნივერსიტეტი სთავაზობს და იმედი აქვს, რომ ეს კვლევა დიდ როლს ითამაშებს სამედიცინო მეცნიერების განვითარებაში.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"