ფეხბურთელი ბეიონსე

AutoSharing Option
როგორც ცნობილია, წლევანდელ სუპერბოულზე იმღერებს ცნობილი ამერიკელი შემსრულებელი ბეიონსე.

უნდა აღინიშნოს, რომ ამ ვარსკვლავის რეპუტაცია სერიოზულად შეილახა - ბარაკ ობამას ინაუგურაციაზე გამოსვლისას მომღერალს უსაყვედურეს იმის გამო, რომ ფონოგრამით მღეროდა, შემდეგ კი ჰიმნის შესრულების ვიდეორგოლი საერთოდ პაროდიად აქციეს.

ფანების წინაშე რეაბილიტაციისთვის, ბეიონსემ ორიგინალურ ხერხს მიმართა - ფოტოზე ამერიკული ფეხბურთის მოთამაშედ წარმოგვიდგა. ამ სურათით ის თითქოს ითხოვს, კიდევ ერთხელ მიეცეს ვოკალური ნიჭის გამოვლენის საშუალება.

ცნობისთვის, სუპერბოულზე გამოსვლა საპატიოა ნებისმიერი ამერიკელი მუსიკოსისთვის და კარიერის მწვერვალადაც კი მიიჩნევა. გასულ წელს სუპერბოულზე ლეგენდარულმა მადონამ იმღერა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"


ასევე იხილეთ:
ამერიკული ფეხბურთი სიცოცხლისთვის სახიფათოა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული