ამერიკული ფეხბურთის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე

AutoSharing Option
2013 წლის სუპერბოულის ყველაზე სასარგებლო მოთამაშე ჯო ფლაკო ამერიკული ფეხბურთის პროფესიული ლიგის ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება, - იტყობინება სააგენტო AP.

ორშაბათს "ბალტიმორის" კვოტერბეკმა, რომელმაც თავის გუნდს გასული სეზონი მოაგებინა, კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა. ამ ხელშეკრულების თანახმად, ფლაკო უახლოესი ექვსი სეზონის განმავლობაში 120,6 მილიონ დოლარს მიიღებს. ამ თანხიდან ის გარანტირებულად გამოიმუშავებს 52 მილიონ დოლარს. ასე რომ, ფლაკო ყოველდღიურად დაახლოებით 170 ათასი დოლარით გამდიდრდება.

"ბალტიმორის" ლიდერმა მცირედით გაუსწრო დრიუ ბრიზას, რომელიც "ნიუ ორლეანის" წევრია და მანაც 2009 წლის სუპერბოულის შემდეგ გააფორმა
ახალი კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც, წელიწადში ზუსტად 20 მილიონს იღებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
NFL-ში შეიძლება ქალი ფეხბურთელი გამოჩნდეს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული