ამერიკული ფეხბურთი ოლიმპიურ ოჯახში მიიღეს

AutoSharing Option
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომმა მხარი დაუჭირა ამერიკული ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის აღიარებას. ეს გადაწყვეტილება სპორტის ამ სახეობას ოლიმპიურ პროგრამაში მოხვედრის შანსს აძლევს.

სოკ-ის გადაწყვეტილება საშუალებას მისცემს ამერიკულ ფეხბურთს, მოხვდეს საერთაშორისო სპორტულ შეჯიბრებებში, მაგალითად, თანამეგობრობის თამაშებზე (2014 წელს გაიმართება გლაზგოში) ან პანამერიკულ თამაშებზე (ჩატარდება 2015 წელს ტორონტოში).

თეორიულად, ამერიკულ ფეხბურთს ოლიმპიურ პროგრამაში მოხვედრის შანსი 2024 წლისთვის ექნება.

ამერიკული ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაცია 64 ქვეყანას აერთიანებს. ამ ორგანიზაციამ ოთხჯერ ჩაატარა მსოფლიოს ჩემპიონატი. პირველი ორი იაპონიამ მოიგო, 2007 და 2011 წლებში კი მსოფლიოს ჩემპიონი აშშ
გახდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული