კრიკეტის მოთამაშე კომაში ჩავარდა

AutoSharing Option
კრიკეტის ავსტრალიელი მოთამაშე ფილიპ ჰიუზი კომაში ჩავარდა მას შემდეგ, რაც ქვეყნის ჩემპიონატის ერთ-ერთი მატჩის დროს ბურთი თავში მოხვდა. ამის შესახებ ESPN იტყობინება.

ინციდენტი მოხდა მატჩში, რომელშიც "ახალი სამხრეთი უელსი" საკუთარ მოედანზე იღებდა "სამხრეთ ავსტრალიას". ჰიუზმა მისკენ გატყორცნილი ბურთის მოგერიება ვერ შეძლო.

მოთამაშე პირდაპირ მოედნიდან ვერტმფრენით სიდნეის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. ჰიუზს ტვინზე სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა, რის შემდეგაც ხელოვნური კომის მდგომარეობაში შეიყვანეს. ამ დროისთვის ექიმები მის მდგომარეობას კრიტიკულს უწოდებენ და იბრძვიან სიცოცხლის გადასარჩენად.

თავად შეხვედრა შეწყდა, შედეგი კი გაუქმებულია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული