ამერიკული ფეხბურთი: სუპერბოულში "სიეტლი" და "ნიუ ინგლენდი"

AutoSharing Option
2015 წელს, ამერიკული ფეხბურთის მთავარ მატჩში - სუპერბოულში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან "სიეტლ სიჰქოსი" და "ნიუ ინგლენდ პეტრიოტსი".

"სიჰოქსმა" NFC-ის კონფერენციის ფინალში საკუთარ არენაზე გადაარჩინა თითქმის წაგებული მატჩი "გრინ-ბეი პეკერსთან" - 28:22.

AFC-ის კონფერენციის გადამწყვეტ მატჩში კი "პეტრიოტსი" აშკარა ფავორიტად იყო მიჩნეული და მან გაამართლა ეს სტატუსი "ინდიანაპოლის კოლტსის" წინააღმდეგ - 45:7.

"სიეტლ "სიჰოქსი" 13-ჯერ გავიდა NFL-ის პლეი ოფში. 2005 წელს ამ გუნდმა სუპერბოულში ითამაშა, სადაც "პიტსბურგ სტილერზთან" დამარცხდა, რვა წლის შემდეგ კი გადამწყვეტი შეხვედრა "დენვერ ბრონკოსს" მოუგო და ისტორიაში პირველად გახდა
ჩემპიონი.

თავის მხრივ, "ნიუ ინგლენდ პეტრიოტსს" სამჯერ აქვს მოგებული სუპერბოული: 2001, 2003 და 2004 წლებში.

2015 წლის სუპერბოული 2 თებერვალს, არიზონას შტატის ქალაქ გლენდეილში გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული