ამერიკული ფეხბურთი: ძაღლების ტანჯვა მკაცრად ისჯება

AutoSharing Option
ამერიკული ფეხბურთის ეროვნული ლიგის გუნდმა "ატლანტა ფალკონსმა" შემადგენლობიდან დაითხოვა პრინს შემბო. მიზეზი ცხოველების მიმართ სასტიკი მოპყრობა გახდა.

"ძალიან იმედგაცრუებულები ვართ იმის გამო, რომ ერთ-ერთი ჩვენი მოთამაშე ასეთ საქციელშია მხილებული. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ მასთან გამოთხოვება გადავწყვიტეთ", - წერია კლუბის განცხადებაში.

შემბოს ყოფილი გოგონას დენის უილიამსის სიტყვებით, 19 აპრილს ფეხბურთელმა მისი ძაღლი გამოასალმა სიცოცხლეს. გოგონა ყვება, რომ შემბოსთან სტუმრად თავისი იორკშირული ტერიერით მივიდა, შემდეგ მცირე ხნით სახლიდან გავიდა და ძაღლი შეყვარებულთან დატოვა. დაბრუნებულმა აღმოაჩინა, რომ ცხოველი მკვდარი იყო. ექსპერტიზამ აჩვენა, რომ მან
მრავალრიცხოვანი ტრავმები ძალის გამოყენების შემდეგ მიიღო.

23 წლის შემბომ გასული წლის მაისში გააფორმა კონტრაქტი და მას შემდეგ კლუბში 16 მატჩი ჩაატარა.

2007 წელს, "ფალკონსმა" გუნდიდან დაითხოვა ვარსკვლავური კვოტერბეკი მაიკლ ვიკი, რადგან ის ამხილეს იმაში, რომ აფინანსებდა ძაღლების უკანონო ჩხუბს და მონაწილეობდა ცხოველების მკვლელობაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული