ბეისბოლი: სიკვდილი მოედანზე

AutoSharing Option
ცხრა წლის ბეისბოლისტი კაიზერ კარლაილი ბეისბოლის მოედანზე გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც ამერიკული გუნდების - "ლიბერტი ბი ჯეისსა" და "სან დიეგო უეივსის" მატჩის დროს, თავში ბეისბოლის ჯოხი მოარტყეს. ამ ინფორმაციას ავრცელებს "ბი ჯეისის" ოფიციალური გვერდი.

"ოჯახის ნებართვით, გაცნობებთ სამწუხარო ამბავს - კაიზერი გარდაიცვალა", - წერია კლუბის განცხადებაში.

შეხვედრა კვირას, 2 აგვისტოს გაიმართა კანზასის შტატის ქალაქ ლიბერალში. როგორც სააგენტო AP წერს, მოთელვის დროს, ერთ-ერთმა მოთამაშემ შემთხვევით მოარტყა თავში ჯოხი კარლაილს, როცა ბიჭმა გვერდით ჩაუტარა. კაიზერს, რომელიც "ბი ჯეისში" თამაშობდა, სპეციალური ჩაფხუტი ეხურა,
მაგრამ ამან ვერ უშველა.

"ლიბერტი ბი ჯეისი" და "სან დიეგო უეივსი" ბეისბოლის ეროვნული კონგრესის წევრები არიან. ეს ორგანიზაცია აერთიანებს ამერიკის შეერთებული შტატების 15 სამოყვარულო და ნახევრადპროფესიულ გუნდს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული