21:47 11-06-2017
წყალბურთის კლუბმა "დინამო თბილისმა" საქართველოს ჩემპიონობა მოიპოვა! [VIDEO+PHOTO]
AutoSharing Option
11 ივნისს, თბილისში, "ოლიმპიკის" აუზში გამართულ ფინალურ შეხვედრაში "დინამომ" თბილისის "თბილისი" დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით 11:10 დაამარცხა და პირველობის გამარჯვებული გახდა.
მანამდე ნახევარფინალში "დინამომ" თბილისის "ლოკომოტივს" სძლია – 12:8.
წყალბურთის კლუბი "დინამო თბილისი'' 1938 წელს დაარსდა. გუნდი გამოდიოდა სსრკ ჩემპიონატების უმაღლეს ლიგაში და არის ორგზის მეორე (1960, 1962) და ოთხგზის მესამე (1958, 59, 64, 66) პრიზიორი, ასევე სსრკ–ის რვა უძლიერესი გუნდის სრულიად საკავშირო ტურნირში გამარჯვებული (1963).
წელს აღდგენილი გუნდის მიზანი საქართველოს ჩემპიონატში ასპარეზობის გარდა, ჩემპიონთა ლიგაზე თამაშია. თბილისური კლუბი ასევე, 6 ქვეყნის "დინამოს" მონაწილეობით, საერთაშორისო ტურნირის გამართვას გეგმავს.
მკითხველის კომენტარები / 2 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
გილოცავთ დინამოოო. ყველაფერში პირველები. კალათბურთმა მოიგო, ეხლა თქვენც ოქრო და შემოდგომის ბოლოს ფეხბურთელებიც შემოგიერთდებიან. დინამოს გაუმარჯოს
0
0
საქარტველოს კი არა თბილისის ჩემპიონატია
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული