ქართველმა წყალბურთელებმა წააგეს, მაგრამ პლეი ოფში გავიდნენ

AutoSharing Option
გასულ უქმეებზე წყალბურთელ ვაჟთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდი დამთავრდა. ექვს ქვეჯგუფში გამოვლინდა ის ორ-ორი გუნდი, რომლებიც ოქტომბერში პლეი ოფებში მოსინჯავენ ძალებს. იმ 12 გუნდს შორისაა საქართველოს ნაკრები, რომელიც E ჯგუფში გამოდიოდა. შაბათს ჩვენს გუნდს გასვლითი მანჩესტერის შესარჩევი ტურნირის ბოლო შეხვედრა ჰქონდა დიდი ბრიტანეთის გუნდთან.

დიდი ბრიტანეთი-საქართველო 8:7 (3:2, 2:1, 1:1, 2:3)
დიდი ბრიტანეთი: ედვარდ სკოტი, რიჩარდ ლაულორი, გლენ რობინსონი, სიინ ქინგი (1), ქრეიდ ფადესი (2), ჯეკ ველესი, ალექსანდერ პარსონეჯი, რობერტ პარკერი (1), ადამ სქოლეფილდი (3), დანიელ ლაქსთონი, ჯოზეფ ორიგენი, მათჰეი
ჰოლანდი. მთავარი მწვრთნელი იორდაჩი.
საქართველო: ზურაბ ჭუმბურიძე, გალაქტიონ ლაითაძე, მარკო იელაჩა (1), იოვან პოპოვიჩი, მარკო კორდიჩი (1), გიორგი ხვედელიანი, რევაზ ჩომახიძე (2), მიხეილ ბაღათურია (2), ზურაბ რურუა, კოტე გეგელაშვილი, ტატო ნიკოლეიშვილი (1), მარკო ელეზი, ალექსანდრე ნამორაძე, მთავარი მწვრთნელი დავითიანი.

ჩვენს ბიჭებს შესარჩევი ტურნირის პირველი ორთაბრძოლა შინ 9:3 ჰქონდათ მოგებული, ამიტომ ჯგუფში მეორე საგზურის მოსაპოვებლად, ხუთ ბურთზე მეტი სხვაობით არ უნდა წაეგოთ. ცხადია, მასპინძლებმა ეს კარგად იცოდნენ და პირველი წუთებიდანვე შეუტიეს, თუმცა მალევე ცხადი გახდა, რომ კუნძულელები მეტად რთული ამოცანის წინაშე იდგნენ - სტუმართა გატეხვა იოლი არ იყო.

ბრიტანელებმა პირველი პერიოდი ერთი ბურთის სხვაობით მოიგეს, მეორე რვაწუთიან მონაკვეთშიც მსგავს უპირატესობას მიაღწიეს. მეტი ვეღარ შეძლეს, რადგან საქართველოს ნაკრებმა მოახერხა მასპინძელთა იერიშების გაუვნებელყოფა და ბოლო რაუნდში სხვაობა ერთ ქულამდეც დაიყვანა.

საბოლოოდ, დიდი ბრიტანეთის წყალბურთელებმა მატჩი 8:7 მოიგეს, თუმცა პლეიოფში ქართველები გავიდნენ, რადგან ორი პაექრობის ჯამში ბურთების უკეთესი სხვაობა აღმოაჩნდათ.

30. 10. 2010 წ.
საქართველო-დიდი ბრიტანეთი 9:3
(იელაჩა-4, ჩომახიძე-3, ბაღათურია-1, რურუა-1); 20. 11. 2010 წ. დიდი ბრიტანეთი-საბერძნეთი 2:13; 30. 03. 2011 წ. საქართველო-საბერძნეთი 8:11 (ლაითაძე-1, კორდიჩი-2, ჩომახიძე-1, ბაღათურია-2, ელეზი-2); 11. 05. 2011 წ. საბერძნეთი-საქართველო 16:6 (კორდიჩი-1, ჩომახიძე-2, ბაღათურია-1, ნიკოლეიშვილი-1, ქავთარაძე-1); 18. 06. 2011 წ. საბერძნეთი-დიდი ბრიტანეთი 14:4.

თ მ წ ბ ქ
საბერძნეთი 4 4 0 54:20 12
საქართველო 4 1 3 30:38 3
დ. ბრიტანეთი 4 1 3 17:43 3

დანარჩენ ხუთ ჯგუფში ასეთი მდგომარეობაა:
A ჯგუფი: ბოლო მატჩი. პოლონეთი-მალტა 5:5. თურქეთი (ბურთები 42:20)-9, მალტა (23:30)-7, პოლონეთი (17:32)-1 ქულა.
B ჯგუფი: გერმანია-პორტუგალია 18:4, ბულგარეთი-სლოვენია 5:26.
გერმანია (104:37)-16, სლოვენია (99:49)-13, პორტუგალია (45:67)-6, ბულგარეთი (28:123)-0 ქულა.
C ჯგუფი: ბელარუსი-ესპანეთი 6:12.
ესპანეთი (47:20)-12, მაკედონია (35:33)-6, ბელარუსი (22:51)-0 ქულა
D ჯგუფი: შვეიცარია-საფრანგეთი 2:19
საფრანგეთი (71:22)-10, რუსეთი (66:31)-7, შვეიცარია (16:00)-0 ქულა
F ჯგუფი: უკრაინა-სლოვაკეთი 5:13, რუმინეთი-ისრაელი 18:4.
რუმინეთი (84:29)-16, სლოვაკეთი (85:38)-13, უკრაინა (42:73)-6, ისრაელი (22:93)-9 ქულა;

ამდენად, პლე იოფში გავიდნენ: თურქეთი, მალტა, გერმანია, სლოვენია, ესპანეთი, მაკედონია, საფრანგეთი, რუსეთი, საბერძნეთი, საქართველო, რუმინეთი, სლოვაკეთი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული