წლეულს "ლიგამუსი-თბილისი" კვლავ ჩაებმება კონტინენტის საკლუბო გუნდების პაექრობებში ევროთასზე. პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში 22 გუნდი იბრძოლებს მე-2 ეტაპის 16 საგზურისათვის. A ჯგუფის თამაშებს ისევ თბილისი უმასპინძლებს. აქ "ლიგამუსი-თბილისი" მეტოქეობას გაუწევს "ჰონვედს" (ბუდაპეშტი), "ოლიმპიკს" (ნიცა), "სანკტ-პეტერბურგს" (რუსეთი), "დე ჟილ ლეიდენსა" (ჰოლანდია) და "მედვესჩაკს" (ხორვატია).
სასიამოვნოა, რომ ევროპის თასზე მეორე გუნდიც გვეყოლება - თბილისის
მომდევნო ორ ჯგუფში 5-5 გუნდი ითამაშებს: C ჯგუფი: "ბოლიასკო" (იტალია, მასპინძელი), "შოლნოკი" (უნგრეთი), "სტამბოლი" (თურქეთი), "იუსბურგი" (გერმანია), "ტივონი" (ისრაელი). D ჯგუფი: "ექს ლე ბენი" (საფრანგეთი, მასპინძელი), "ხიოსი" (საბერძნეთი), "სინთეზი" (რუსეთი), "საბადელი" (ესპანეთი), "ასა თელ ავივი" (ისრაელი). პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის ორთაბრძოლები 23-25 სექტემბერს გაიმართება.
დღეს, 10 აგვისტოს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასასვლელად საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრების მეტოქეც გაირკვევა. შეგახსენებთ, რომ კონტინენტის პირველობის ექვს შესატჩევ ჯგუფში უკვე ცნობილია ორ-ორი საუკეთესო. E ჯგუფში საქართველომ საბერძნეთის შემდეგ მე-2 ადგილი დაიკავა. 12 გუნდი პირველ და 15 ოქტომბერს პლეიოფებში დაუპირისპირდება ერთმანეთს.
ორმატჩიანი (შინ და გარეთ) პაექრობები იმ ექვს გუნდს გამოავლენს, რომლებიც ჰოლანდიაში ჩემპიონატის დასკვნით ეტაპზე ითამაშებენ. წილისყრა ლუქსემბურგში გაიმართება. საქართველოს სავარაუდო მეტოქეები არიან სხვა ჯგუფებში პირველ ადგილებზე გასული ესპანეთი, გერმანია, რუმინეთი, საფრანგეთი და თურქეთი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"