12:06 13-08-2010
ფარდის დაშვების წინ
AutoSharing Option
საქართველოს 1993 წელს დაბადებულ წყალბურთელთა ნაკრებმა (გიორგი ცანკაშვილი, ირაკლი ფავლენიშვილი, ნიკოლოზ შუბლაძე, მერაბ გელაშვილი, ვაკო დავითური, ლევან ჩიქვინიძე, გივი სულაძე, დავით კაკულია, თორნიკე სხილაძე, ალექსანდრე ურუშაძე, სანდო ხუციშვილი, გიორგი ქართველიშვილი, ზურაბ გოჩიტაშვილი) რევაზ ჩომახიძისა და ნოდარ ჩხარტიშვილის ხელმძღვანელობით წლეულს ევროპის პირველობის საკვალიფიკაციო ტურნირზე ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა. დასკვნით ორთაბრძოლებს ხუთი დღეა, გერმანული შტუტგარტი მასპინძლობს. ჩვენმა ბიჭებმა, როგორც გაუწყეთ, ქვეჯგუფში სამივე შეხვედრა წააგეს: გერმანიასთან-7:11, თურქეთთან-2:11, ხორვატიასთან-2:24. გუშინ თურქეთთან კიდევ ერთხელ დამარცხდნენ 4:10 (4:1, 3:0, 2:0, 1:3). მეორე-მესამე ეტაპების ორთაბრძოლები ასე დამთავრდა:
საბერძნეთი-სლოვაკეთი 8:6, ესპანეთი-რუსეთი 8:6, ჩერნოგორია-გერმანია 12:7, თურქეთი-საფრანგეთი 6:12; გერმანია-ბულგარეთი 13:9, საბერძნეთი-უნგრეთი 11:2, იტალია-ესპანეთი13:7, რუსეთი-ჰოლანდია 11:8, სლოვაკეთი-სლოვენია 14:10, ხორვატია-ჩერნოგორია 16:4. მედლების ბედი ასპარეზობის ბოლო დღეს გადაწყდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული