"ლიგამუსის" ფრე რუსებთან

AutoSharing Option
საწყლოსნო კომპლექსი "ოლიმპიკი"
23 სექტემბერი, 2011 წელი

"ლიგამუსი"-"ჰონვედი" 5:22 (3:3, 1:6, 1:8, 0:5)
"ლიგამუსი" (საქართველო): ჭუმბურიძე, ქენქაძე, ლაზარიდი, პოპოვიჩი, კორდიჩი, ხვედელიანი, ლაითაძე (1), ბაღათურია, რურუა (3), გეგელაშვილი, ნიკოლეიშვილი (1), ბაბუნაშვილი, სტრუიჩი. მთავარი მწვრთნელი დავითიანი.

"ჰონვედი" (უნგრეთი): დერდელი, იანშიკი (1), ჰანდოდი 3), მატიაში (1), სალამონი (2), პ. კოვაჩი (3), რ. კოვაჩი (1), სივოში (3), ტოტი (2), დორ-ნალდი (2), ანდიალი (1), ჰარაი (3), ლევაი. მთავარი მწვრთნელი ლაიოშ ვადი.

უწინაც გვითქვამს და გავიმეორებთ, რომ უნგრელთა ტიტულოვანი გუნდი "ჰონვედი" შარშანდელ საკვალიფიკაციო ტურნირშიც ფავორიტი იყო,
რაც დაამტკიცა კიდეც, და, ისეთი პირი უჩანს, წლევანდელ შეჯიბრებაშიც პირველობას ვერავინ შეეცილება.

სტარტზე მადიარებმა სანკტპეტერბურგელებს 20:2 სძლიეს, გუშინ დილით კი "ლიგამუსი" დაამარცხეს - 22:5. ქართველმა წყალბურთელებმა სტუმრებს მხოლოდ პირველ მეოთხედში გაუწიეს სათანადო წინააღმდეგობა - 3:3, შემდეგ უნგრელთა უპირატესობა აშკარა იყო და იოლად გავიდნენ ფონს.

მეორე ტურის დანარჩენი ორი შეხვედრა ასე დამთავრდა: "ოლიმპიკი" (საფრანგეთი)-"დე ჟილ ლეიდენი" (ჰოლანდია) 20:4 (5:2, 3:0, 5:1, 7:1), "სანკტ-პეტერბურგი" (რუსეთი)-"ვკ მედვეჟაკი" (ხორვატია) 5:9 (1:4, 0:0, 1:2, 3:3).

საწყლოსნო კომპლექსი "ოლიმპიკი".
23 სექტემბერი, 2011 წელი

"ლიგამუსი"-"სანკტ-პეტერბურგი" 10:10 (2:3, 1:2, 3:2, 4:3)
"ლიგამუსი": ჭუმბურიძე, ქენქაძე (4), ლაზარიდი, პოპოვიჩი, კორდიჩი, ხვედელიანი, ლაითაძე (1), ბაღათურია (2), რურუა (2), გეგელაშვილი, ნიკოლეიშვილი (1), ბაბუნაშვილი, სტრუიჩი, მთავარი მწვრთნელი დავითიანი.

"სანკტ-პეტერბურგი": სოკოლოვი, ბასიკი (3), სიმონენკო (1), ესკოვი (1), სპირიდონოვი (1), ანდრეევი, ევდოკიმოვი, სმეტანინი (1), იაჩენკო, მავროი, ფედოტოვი (1), გოროვოი (2). მთავარი მწვრთნელი ჩუმაკოვი.

მასპინძლებისთვის მესამე ტურის შეხვედრას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან რუსებთან მოგების შემთხვევაში, ფაქტობრივად, საუკეთესო ოთხეულში იმკვიდრებდნენ ადგილს. არანაკლებ მოტივირებული იყვნენ ნევისპირელები, რომლებმაც ზედიზედ ორი მატჩი წააგეს და მესამე მარცხი მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსს აღარ უტოვებდა.

ამიტომაც რუსებმა პაექრობა იერიშებით დაიწყეს და პირველი პერიოდის ექვს წუთში სამი უპასუხო გოლი გაიტანეს. ლიგამუსელებმა მხოლოდ მე-7 წუთზე განახორციელეს შედეგიანი შეტევა - ქენქაძემ დროულად შენიშნა წინ გამოსული მეკარე და ბურთი თავს ზემოთ გადაუტარა. პირველი პერიოდის მიწურულს ბაღათურიამ ანგარიშში სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა - 2:3.

მეორე რვაწუთიანი მონაკვეთიც სანკტპეტერბურგელთა უპირატესობით წარიმართა. რუსების ორ ბურთს ჩვენებმა მხოლოდ ერთი გოლით უპასუხეს - 3:5.

დიდი შესვენების შემდეგ მასპინძლები გააქტიურდნენ და უფრო ხშირადაც უტევდნენ, მაგრამ იერიშის ბოლოს ცოდავდნენ, ამიტომაც მთელი 30 წუთის განმავლობაში მხოლოდ მდევრის როლში იყვნენ.

არადა, მესამე პერიოდის ბოლოსაც შეეძლოთ ანგარიშის გათანაბრება და მეოთხის დასაწყისშიც, მაგრამ ჩვენებმა მეტოქის უხეში შეცდომები ვერ გამოიყენეს. შეხვედრის დამთავრებამდე ორწუთ-ნახევარი იყო დარჩენილი, სტუმრები 2 ბურთის სხვაობით რომ იგებდნენ. მატჩზე მრავლად მოსული ქომაგების აქტიური მხარდაჭერით ლიგამუსელებმა ზედიზედ რამდენიმე იერიში მიიტანეს სოკოლოვის კარზე.

სტუმრებმა ასეთ შტურმს ვერ გაუძლეს და ორი გოლი გაუშვეს - გუნდის კაპიტანმა რურუამ და ნიკოლეიშვილმა წონასწორობა აღადგინეს. საფინალო სასტვენამდე ნახევარი წუთით ადრე ბურთს ისევ მასპინძლები ფლობდნენ, მაგრამ მორიგი იერიში ვერ დააგვირგვინეს და შეხვედრაც ფრედ - 10:10 დამთავრდა.

გუშინვე "ჰონვედმა" დაძაბულ ბრძოლაში "ოლიმპიკი" დაამარცხა - 11:9 (1:0, 4:3, 2:4, 4:2), ხოლო "ვკ მედვეჟაკმა" "დე ჟილ ლეიდენს" მოუგო 15:8 (4:2, 5:1, 2:2, 4:3).

გათამაშების ცხრილი 24 სექტემბრისთვის:

თ მ ფ წ ბ ქ
ჰონვედი 3 3 0 0 53:16 9
მედვეჟაკი 3 3 0 0 34:17 9
ოლიმპიკი 3 2 0 1 35:23 6
ლიგამუსი 3 1 1 1 26:41 4
სანკტ-პეტ. 3 0 1 2 17:39 1
ლეიდენი 3 0 0 3 21:46 0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული