საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატს თურქებთან მატჩით დაიწყებს

AutoSharing Option
24 მაისს თურქეთის ქალაქ სტამბულში სტარტს აიღებს 19 წლის წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი, რომელშიც ფინალური ეტაპის ორი საგზურისთვის მასპინძლებთან ერთად ქართველები, მოლდოველები, ბელარუსები და კვიპროსელები იბრძოლებენ.

შეჯიბრების ფავორიტია თურქეთის გუნდი, რომელიც ტურნირს საქართველოს ნაკრებთან (შუბლაძე, კაპანაძე, ქარჩილაძე, ჯახაია, ცანკაშვილი, რცხილაძე, ქართველიშვილი, კაკულია, ურუშაძე, ყაზახიშვილი, ჩიქვინიძე, გელაშვილი, სულაძე; მთავარი მწვრთნელი რევაზ ჩომახიძე, მწვრთნელები - ნოდარ ჩხარტიშვილი და გელა ტუკვაძე) მატჩით დაიწყებს.

სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ერთი საგზური თურქებისაა, რადგან, ჯერ ერთი, შინაური კედლების ფაქტორია გასათვალისწინებელი, მეორეც - ამ გუნდის ოთხმა წევრმა
წლეულს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოსინჯა ძალები.

მეორე საგზურისთვის, ფაქტობრივად, სამი თანაბარი ძალის გუნდი იპაექრებს - საქართველო, ბელარუსი, მოლდოვა. ჩვენმა ბიჭებმა მაისის დასაწყისში ბელარუსებს 9:8 აჯობეს პოლონეთში "სლოვიანკას თასზე". იმედია, ჩომახიძის შეგირდები ერთ დინებაში ორჯერ შესვლას მოახერხებენ.

25 მაისს, საღამოს, ჩვენები მოლდოვას დაუპირისპირდებიან, ზეგ დილით კი დასვენებულ სლავებს გაუწევენ მეტოქეობას.

ტურნირის კალენდარი კი ასეთია (ყველგან თბილისის დროა მითითებული):
24 მაისი. მოლდოვა - ბელარუსი (20.00), თურქეთი - საქართველო (21.30).
25 მაისი. საქართველო - მოლდოვა (20.00), კვიპროსი - თურქეთი (21.30).
26 მაისი. ბელარუსი - საქართველო (11.30), მოლდოვა - კვიპროსი (13.00).
კვიპროსი - საქართველო (20.00), თურქეთი - ბელარუსი (21.30).
27 მაისი. ბელარუსი - კვიპროსი (11.30), მოლდოვა - თურქეთი (13.00).

სტარტი თურქებთან მატჩით (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული