"თბილისის თასს" "ოლიმპიკი" უმასპინძლებს

AutoSharing Option
საწყლოსნო კომპლექს "ოლიმპიკში" 29 ივნისს დაიწყება და სამ დღეს გასტანს წყალბურთელთა საერთაშორისო ტურნირი "თბილისის თასი".

მთავარი პრიზისთვის საქართველოს ორი ნაკრები, ასევე, პოლონეთისა და ბელარუსის ეროვნული გუნდები იბრძოლებენ.

ჩვენებისთვის ეს შეჯიბრება იქნება ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისთვის მზადების ეტაპი.

შემოდგომით ქართველი წყალბურთელები კონტინენტის პირველობის შემდგომ ეტაპზე გასასვლელი ორი საგზურისთვის თურქებსა და ბელარუსებს დაუპირისპირდებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული