პირველი ნაკრები, ცხადია, თასის შესანარჩუნებლად იბრძოლებს. გუშინ მწვრთნელებმა - ზვიად დავითიანმა და მირიან ასათიანმა გუნდის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელეს: ზურაბ ჭუმბურიძე, გალაქტიონ ლაითაძე, მარკო იელაჩა, მარკო ელეზი, ბექა კაპანაძე, გიორგი ხვედელიანი, რევაზ ჩომახიძე, ანდრია ბითაძე, ალექსანდრე ყაზახიშვილი, რევაზ იმნაიშვილი, ტატო ნიკოლეიშვილი, მარინო ფრანიჩევიჩი, ალექსანდრე ნამორაძე, ბექა ქენქაძე,
როგორც ვხედავთ, ნაკრებში 4 ნატურალიზებული წყალბურთელია, რომლებიც ევროპის უძლიერეს კლუბებში თამაშობენ. მე-2 ნაკრები, უმთავრესად, ახალგაზრდული შემადგენლობით იქნება წარმოდგენილი.
საგულისხმოა, რომ ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისთვის ემზადება, რომელიც შემოდგომით გაიმართება.
ჯგუფში ჩვენებს მომდევნო ეტაპის ორი საგზურისთვის თურქები და ბელარუსები გაუწევენ მეტოქეობას. ამდენად, სლავების ხილვა "თბილისის თასზე" იმადაც ღირს, რომ მათი შესაძლებლობები შევაფასოთ.
29 ივნისს, 17.00 საათზე ბელარუსები და პოლონელები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, 18.30 საათზე კი საქართველოს პირველი და მეორე ნაკრებები ითამაშებენ.
ოლიმპიკში - თბილისის თასზე (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"