"ოლიმპიკში" 29 ივნისს "თბილისის თასი" საზეიმოდ გაიხსნება

AutoSharing Option
საწყლოსნო კომპლექს "ოლიმპიკში" 29 ივნისს, 16.00 საათზე საზეიმოდ გაიხსნება წყალბურთელთა საერთაშორისო ტურნირი - "თბილისის თასი", რომელშიც, როგორც გაუწყეთ, ჩვენი ქვეყნის ორ ნაკრებთან ერთად ბელარუსები და პოლონელებიც ჩაებმებიან. წინა ორ წელიწადს მთავარი პრიზი მასპინძლებმა მოიპოვეს.

პირველი ნაკრები, ცხადია, თასის შესანარჩუნებლად იბრძოლებს. გუშინ მწვრთნელებმა - ზვიად დავითიანმა და მირიან ასათიანმა გუნდის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელეს: ზურაბ ჭუმბურიძე, გალაქტიონ ლაითაძე, მარკო იელაჩა, მარკო ელეზი, ბექა კაპანაძე, გიორგი ხვედელიანი, რევაზ ჩომახიძე, ანდრია ბითაძე, ალექსანდრე ყაზახიშვილი, რევაზ იმნაიშვილი, ტატო ნიკოლეიშვილი, მარინო ფრანიჩევიჩი, ალექსანდრე ნამორაძე, ბექა ქენქაძე,
გიორგი გაბადაძე, გურამ კოტარია, ლუკა კახეთელიძე, ალექსანდრე რუსიშვილი და დამირ ცრეპულია.

როგორც ვხედავთ, ნაკრებში 4 ნატურალიზებული წყალბურთელია, რომლებიც ევროპის უძლიერეს კლუბებში თამაშობენ. მე-2 ნაკრები, უმთავრესად, ახალგაზრდული შემადგენლობით იქნება წარმოდგენილი.

საგულისხმოა, რომ ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისთვის ემზადება, რომელიც შემოდგომით გაიმართება.

ჯგუფში ჩვენებს მომდევნო ეტაპის ორი საგზურისთვის თურქები და ბელარუსები გაუწევენ მეტოქეობას. ამდენად, სლავების ხილვა "თბილისის თასზე" იმადაც ღირს, რომ მათი შესაძლებლობები შევაფასოთ.

29 ივნისს, 17.00 საათზე ბელარუსები და პოლონელები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, 18.30 საათზე კი საქართველოს პირველი და მეორე ნაკრებები ითამაშებენ.

ოლიმპიკში - თბილისის თასზე (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
იმედია ორივე ნაკრები წარმატებით იასპარაზებს, აბა ,თქვენ იცით ბიჭებო!
zurabi
15:09 29-06-2012
0
წყალბურთი ძალიან მაგარი სპორტია, ბევრი გაკეთდა ამ ბოლო წლებში, ახალი გუნდები შეიქმნა, პატარებიც მომრავლდა კლუბებში, მაგრამ ცოტა ძვირი სპორტია და ბევრს არა აქვს შესაძლებლობა აუზის საფასური გადაიხადოს. ამიტომ, რაღა გზები უნდა გამოინახოს, მაგალითად, მერიამ დააფინანსოს ერთი-ორი გუნდი პატარების, შეიძლება რომელიმე სახელმწიფო უწყებამ ან, სულაც სსიპ-მა დააფინანსოს კიდევ რომელიმე კლუბი და ა.შ ანუ, მეტი ფინანსებია მოსაზიდი თორემ, იმ ქვეყანაში სადაც მშვენიერაძეები, ჩიქვანია, გოგოლაძე და ბოლოსდაბოლოს ჩომახიძე და კიდევ უამრავი ცნობილი წყალბურთელი გაიზარდა სირცხვილია კარგი გუნდი რომ არ გყვავდეს.
zurabi
15:58 29-06-2012
0

სიახლეები პოპულარული