ძიუდოა თუ წყალბურთი?

AutoSharing Option
გაზეთი "ნიუ იორკ თაიმსი" სვამს კითხვას: რას აკეთებენ წყალბურთელები მატჩების დროს წყალქვეშ, რაც მსაჯების თვალისთვის შეუმჩნეველი რჩება? რამდენიმე სპორტსმენისა და მწვრთნელის გამოკითხვის შემდეგ გამოცემა იმ აზრამდე მივიდა, რომ წყალბურთი - ეს არ არის თამაში, რომელშიც ბურთი უნდა გაიტანო მეტოქის კარში.

ეს არის ნამდვილი წყალქვეშა ომი, სადაც შენი ამოცანაა, რაც შეიძლება მეტად დაასახიჩრო მოწინააღმდეგე. აშშ-ის ნაკრების ცენტრალური თავდამსხმელი წყალბურთს ასე ახასიათებს: "ძიუდო შეხამებულია სხვა საბრძოლო ხელოვნებებთან".

ჩამტვრეული კბილები, იდაყვის დარტყმა - ეს ჩვეულებრივი ამბავია. აშშ-ის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ტერი შრიოდერმა გაზეთს
სპორტის ამ სახეობის სისასტიკის შესახებ საკუთარი ისტორია მოუყვა.

"იმ დროს, როცა მე ვთამაშობდი, იყო ერთი უნგრელი მცველი. მისი დაცვის მეთოდი შემდეგში მდგომარეობდა: ფეხებს შორის ხელს წაგავლებდა და ფსკერისკენ გქაჩავდა. ამასთან, კეთილად იღიმოდა და მეორე ხელს ჰაერში იქნევდა - თითქოს მეტოქე მებრძვისო. რა თქმა უნდა, მსაჯები ვერაფერს ხედავდნენ, ჩემთვის კი მთავარი იყო, ცოცხალი გადავრჩენილიყავი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული