ეს ბრწყინვალე სპეციალისტი 1984 წლიდან მოყოლებული ოთხ გუნდს ავარჯიშებდა - იუგოსლავიას, იტალიას, ამერიკასა და ხორვატიას (2004 წლიდან).
აქედან სამ გუნდს მოაგებინა ოლიმპიური ოქრო: ორჯერ იუგოსლავიას, შემდეგ იტალიას და გუშინ თავის მშობლიურ ხორვატიას. ერთხელ რუდიჩს მოთამაშის რანგში აქვს მოპოვებული მედალი - 1980 წელს, მოსკოვის ოლიმპიადაზე იუგოსლავიასთან ერთად მოიგო ვერცხლი.
რუდიჩის ამჟამინდელი გუნდი ყოფილ გუნდს - იტალიას უპირისპირდებოდა ფინალში. "სკუადრა აძურამ" უკეთესი სტარტი აიღო და 2:0 დაწინაურდა, მაგრამ ამის შემდეგ ბრწყინვალედ ათამაშდა მარო
გაცილებით დრამატული გამოდგა მესამე ადგილისთვის მატჩი, რომელშიც სერბეთმა ოთხი წითელი ბარათი მიიღო, სამი ბურთით აგებდა ჩერნოგორიასთან და მაინც შეძლო 12:11 გამარჯვება. გადამწყვეტი გოლი სერბებმა მატჩის ბოლო წუთზე გაიტანეს.
მეხუთე ადგილისთვის მატჩში უნგრეთმა ესპანეთს 14:8 მოუგო, ავსტრალიამ თითქმის წაგებული შეხვედრა მოუგო ამერიკას - 10:9 და მეშვიდე ადგილი დაიკავა.
კაცები
მე-3 ადგილისთვის
სერბეთი-ჩერნოგორია 12:11.
ფინალი
ხორვატია-იტალია 8:6.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"