ევროპის ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი "ოლიმპიკის" აუზში გაიმართება

AutoSharing Option
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წყალბურთელ ვაჟთა გუნდმა "ლიგამუსმა" წლეულს მეოთხედ მოიპოვა საქართველოს ჩემპიონობა.

კლუბის მესვეურების გადაწყვეტილებით, "ლიგამუსი" ევროპის ჩემპიონთა ლიგაში ჩაებმება.

პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი 13-16 სექტემბერს საწყლოსნო კომპლექს "ოლიმპიკის" აუზში გაიმართება.

ჩვენი ქვეყნის ჩემპიონებს მეტოქეობას გაუწევენ ესპანეთის "საბადელი", ბელორუსის "ვიტებსკი" და პოლონეთის "ალკოლია". მომდევნო ეტაპზე ორი საუკეთესო გუნდი გავა.

აქვე შეგახსენებთ, რომ 7 ნოემბერს აიღებს სტარტს წყალბურთელთა 2014 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო შეჯიბრება.

საქართველოს ნაკრები F ჯგუფში თურქეთისა და ბელორუსის ეროვნულ გუნდებს დაუპირისპირდება.

სპეციალისტები ჯგუფის ფავორიტად თურქებს მიიჩნევენ, მეორე საგზურისთვის კი
ქართველები და სლავები იბრძოლებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული