”თბილისი-ლიგამუსი” ”ეგერით” იწყებს

AutoSharing Option
”ოლიმპიკის” აუზში, როგორც გაუწყეთ, წყალბურთელ ვაჟთა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე შესანიშნავად ითამაშა საქართველოს სამგზის ჩემპიონმა ”ლიგამუსი-თბილისმა” (ჭუმბურიძე, ქენქაძე, ჩიქვინიძე, რუსიშვილი, ლაითაძე, ურუშაძე, ხვედელიანი, ბაღათურია, რურუა, გეგელაშვილი, ნიკოლეიშვილი, სულაძე, კაპანაძე. მთავარი მწვრთნელი რევაზ ჩომახიძე), რომელმაც ზედიზედ სძლია პოლონეთის ”არკონიას”, ესპანეთის ”საბადელს”, ბელორუსის ”ვიტბიშს” და ჩემპიონთა ლიგის შესარჩევ A ჯგუფში მოხვდა, სადაც იგი მეტოქეობას გაუწევს ჰანოვერის (გერმანია) ”ვასპო -98”-ს, საბერძნეთის ”ვოულიაგმენის”, უნგრეთის ”ეგერს”, ვოლგოგრადის (რუსეთი) ”სპარტაკს” და ჰოლანდიის ”შუურმანს”.

გუნდები ერთმანეთს ორ-ორჯერ შეხვდებიან - შინ და გარეთ. საქართველოს ჩემპიონი ლიგის თამაშებს სტუმრად
"ეგერით" დაიწყებს. სულ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მერვედფინალის საგზურებისთვის 22 გუნდი იბრძოლებს. თითოეული ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე 4-4 საუკეთესო გავა.

A ჯგუფის თამაშების კალენდარი ასეთია:
26 სექტემბერი. ეგერი - თბილისი-ლიგამუსი, ვოულიაგმენი - სპარტაკი, შუურმანი - ვასპო-98.
6 ოქტომბერი. ლიგამუსი-თბილისი - შუურმანი, ვასპო-98 - ვოულიაგმენი, სპარტაკი - ეგერი.
20 ოქტომბერი. სპარტაკი - ლიგამუსი-თბილისი, ეგერი - ვასპო-98, ვოულიაგმენი - შუურმანი.
14 ნოემბერი. ლიგამუსი-თბილისი - ვასპო-98, ვოულიაგმენი - ეგერი, შუურმანი - სპარტაკი.
28 ნოემბერი. ვოულიაგმენი - ლიგამუსი-თბილისი, ეგერი - შუურმანი, სპარტაკი - ვასპო-98.
19 დეკემბერი. ლიგამუსი-თბილისი - ვოულიაგმენი, შუურმანი - ეგერი, ვასპო-98 - სპარტაკი.
9 იანვარი (2013 წ.). ვასპო-98 - ლიგამუსი-თბილისი, ეგერი - ვოულიაგმენი, სპარტაკი - შუურმანი.
23 იანვარი. ლიგამუსი-თბილისი - სპარტაკი, შუურმანი - ვოულიაგმენი, ვასპო-98 - ეგერი.
6 თებერვალი. შუურმანი - ლიგამუსი-თბილისი, ვოულიაგმენი - ვასპო-98, ეგერი - სპარტაკი.
27 თებერვალი. ლიგამუსი-თბილისი - ეგერი, სპარტაკი - ვოულიაგმენი, ვასპო-98 - შუურმანი.

9 და 20 მარტს მერვედფინალური, 17 აპრილსა და 1 მაისს მეოთხედფინალური შეხვედრები გაიმართება, 31 მაისსა და პირველ ივნისს ჩემპიონთა ლიგის ოთხთა ფინალია დანიშნული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული