პირველობა "უტონუსოდ" განახლდა

AutoSharing Option
22-23 სექტემბერს საწყლოსნო კომპლექს "ოლიმპიკში" 1996 წელს და შემდგომ დაბადებულ წყალბურთელთა საქართველოს პირველობა განახლდა და მეორე წრის პირველი-მეორე ტურის შეხვედრები გაიმართა.

თბილისის "ივერიამ" "ქუთაისს" 15:5 სძლია, "ლიგამუსმა" "თბილისი" დაჯაბნა - 24:7, "ბათუმმა" "ივერია-2"-ს 12:4 მოუგო. ასპარეზობის პირველ დღეს "ტონუსი" სათამაშოდ არ გამოცხადდა და "ივერიასთან" 0:10 წაგება ჩაეთვალა. ტონუსელები არც მეორე დღეს გამოჩენილან შეჯიბრებაზე და ამჯერად "ლიგამუსმა" ჩაიწერა უბრძოლველად ორი ქულა, თუმცა მანამდე ამ უკანასკნელმა "ბათუმს" აჯობა 18:6. დანარჩენი ორი შეხვედრა კი ასე დამთავრდა: "ივერია" - "თბილისი" 30:3, "ივერია-2" - "ქუთაისი"
9:7.

დღეისთვის სატურნირო მდგომარეობა ასეთია: "ივერია" - 27, "ლიგამუსი" - 24, "ბათუმი" - 11, "ივერია-2"- 10, "თბილისი" - 9, "ქუთაისი" - 4, "ტონუსი" - 0 ქულა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული