მესამე ტურის შეხვედრას შინ რუსეთის ჩემპიონ და ვერცხლისმედალოსან ვოლგოგრადის "სპარტაკთან" 20 ოქტომბერს გამართავენ. ამავე დღეს A ჯგუფში უნგრეთის "ეგერი" გერმანიის "ვასპო-98"-ს უმასპინძლებს, ხოლო ლიდერები - 6-6-ქულიანი საბერძნეთის "ვულიაგმენი" და "შუურმანი" ელადაში გაარკვევენ ერთმანეთთან ურთიერთობას.
გასულ უქმეებზე სხვა ჯგუფებშიც გაიმართა მე-2 ტურის ორთაბრძოლები. გაუწყებთ მათ შედეგებსა და 20 ოქტომბერს გასამართავი პაექრობების განრიგს:
B ჯგუფი. "ცრვენა ზვეზდა" (ბელგრადი)
"ოლიმპიაკოსი" - 6 (26:12), "დუბროვნიკი" - 3 (10:6), "ცრვენა ზვეზდა" - 3 (32:17), "მონპელიე" - 0 (7:11), "კრეუზლინგენი" - 0 (12:41).
"დუბროვნიკი" - "კრეუზლინგენი", "ცრვენა ზვეზდა" - "მონპელიე".
C ჯგუფი. "ვოივოდინა" (ნოვი სადი) - "ბარსელონეტა" (ესპანეთი) 4:9, "მარსელი" (საფრანგეთი) - "ბრეშა" (იტალია) 9:7.
"ბარსელონეტა" - 6 (19:11), "მარსელი" - 3 (9:7), "ბრეშა" - 3 (20:18), "სინთეზი" (ყაზანი) - 0 (7:10), "ვოივოდინა" - 0 (13:22).
"ბარსელონეტა" - "მარსელი", "სინთეზი" - "ვოივოდინა".
D ჯგუფი. "ორადეა" (რუმინეთი) - "ბეტონი" (უნგრეთი) 9:14, "შპანდაუ 04" (ბერლინი) - "პარტიზანი" (ბელგრადი) 10:13. ამ ჯგუფში უნდა ეასპარეზა თბილისის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორეადგილოსან ვიტებსკის "ვიტბიშს", მაგრამ ბელორუსებმა შესარჩევ ტურნირს თავი აარიდეს.
"ბეტონი" - 6 (22:14), "პარტიზანი" - 4 (18:15), "გალათასარაი" (თურქეთი) - 1 (5:5), "ორადეა" - 0 (9:14), "შპანდაუ 04" - 0 (15:21).
"გალათასარაი" - "შპანდაუ 04", "პარტიზანი" - "ორადეა".
ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ
ორ წრედ ჩატარდა 1996 წელს და უფრო გვიან დაბადებულ წყალბურთელთა საქართველოს პირველობა, რომელშიც 7 გუნდი მონაწილეობს.
გასულ უქმეებზე მე-2 წრის დარჩენილი შეხვედრები გაიმართა: "ქუთაისი" - "თბილისი" 2:15, "ივერია-1" - "ლიგამუსი" 10:7, "ლიგამუსი" - "ქუთაისი" 16:3. "ტონუსი" არც ამჯერად გამოცხადდა "თბილისთან" და "ივერია-2"-თან, რის გამოც ორივე შეხვედრაში ტექნიკური წაგება (0:10) ჩაეთვალა.
ყველაზე საინტერესო "ივერია-2"-ისა და "თბილისის" მატჩი იყო, რადგან ამ პაექრობას უნდა გადაეწყვიტა ნახევარფინალის მე-4 საგზურის მფლობელის ვინაობა. დაძაბული ორთაბრძოლა "თბილისმა" 5:4 მოიგო და მედლისთვის ბრძოლის უფლება მოიპოვა.
ორწრიანი შეხვედრების შემდეგ გათამაშების ცხრილში გუნდები ასე განლაგდნენ: "ივერია-1" - 36, "ლიგამუსი" - 30, "ბათუმი" - 20, "თბილისი" - 18, "ივერია-2" - 13, "ქუთაისი" - 7, "ტონუსი" - 0 ქულა.
ხუთშაბათს, ნახევარფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან: "ივერია-1" - "თბილისი", "ლიგამუსი" - "ბათუმი". გამარჯვებულები შაბათს ჩემპიონობისთვის, დამარცხებულები კი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"