საქართველოს ჭაბუკ წყალბურთელთა ნაკრები ევროპის პირველობის დასკვნით რაუნდში მოსახვედრად ემზადება

AutoSharing Option
წლეულს, 8-15 სექტემბერს, მალტა ჭაბუკ წყალბურთელთა ევროპის პირველობის ფინალურ ეტაპს უმასპინძლებს.

შეჯიბრების დასკვნით რაუნდში მოსახვედრად ემზადება საქართველოს ნაკრები, რომელიც კონტინენტის 19 გუნდთან ერთად 9 მაისიდან შესარჩევ ტურნირში ჩაებმება.

ჩვენი ბიჭები B ჯგუფში სლოვაკებთან, გერმანელებთან, მოლდოველებთან და ჰოლანდიელებთან ერთად იბრძოლებენ. ამ ჯგუფის პაექრობებს თბილისის საწყლოსნო კომპლექსი "ოლიმპიკის" აუზი უმასპინძლებს.

დანარჩენები:
A ჯგუფი (გორჟოვი, პოლონეთი): საფრანგეთი, ბელორუსი, პოლონეთი, ირლანდია, ისრაელი.
C ჯგუფი (სტამბული, თურქეთი): რუსეთი, ბულგარეთი, თურქეთი, დიდი ბრიტანეთი, შვეიცარია.
D ჯგუფი (ვიდნო, ჩერნოგორია): ჩერნოგორია, სლოვენია, უკრაინა, ჩეხეთი, ბელგია.

თითოეული ჯგუფიდან ფინალურ
ეტაპზე 2-2 საუკეთესო გავა. 8 გუნდს კი უკვე დაბევებული აქვს მედლებისთვის ბრძოლის უფლება: იტალიას, სერბეთს, ხორვატიას, ესპანეთს, უნგრეთს, საბერძნეთსა და რუმინეთს - შარშანწინდელი ევროპის პირველობიდან, მალტას - როგორც მასპინძელს.

საქართველოს ჭაბუკთა ნაკრები (გიორგი გაბადაძე, ანდრია ბითაძე, რევაზ იმნაიშვილი, ხვიჩა ჯახაია, ბექა ჭოლოკავა, ირაკლი რაზმაძე, ზუკა ჩიკვაიძე, გიორგი ზაქარეიშვილი, დათო რევია, ირაკლი მარგველაშვილი, გიორგი მაგრაქველიძე, ლევან მოსეშვილი, ლუკა ჯანჯღავა), მთავარი მწვრთნელის - იოვან პოპოვიჩისა და მწვრთნელ ირაკლი ბაქრაძის ხელმძღვანელობით, ამჟამად სერბეთში გადის ორკვირიან საწვრთნელ შეკრებას.

იქვე ამხანაგურ შეხვედრებსაც გამართავს. ჩვენი ბიჭები 26-28 აპრილს "ოლიმპიკში" ოლიმპიური თამაშების პრიზიორ ნოდარ გვახარიას თასზე ისრაელის, ჩეხეთისა და ყაზახეთის წარმომადგენლებს დაუპირისპირდებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული