საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები იქ მასპინძლებს, ისრაელს, ბელარსსა და უკრაინას დაუპირისპირდება, მანამდე ერთკვირიან საწვრთნელ შეკრებას (2-9 ივლისი) ჩერნოგორიაში გაივლის.
შესარჩევი ტურნირისთვის უკეთ მომზადების მიზნით 28 ივნისს ჩვენი გუნდი ვლადიმერ ისელიძისა და იოვან პოპოვიჩის ხელმძღვანელობით თბილისის თასის მე-4 გათამაშებაში ჩაება.
ამ საერთაშორისო ტურნირში, რომელიც საწყლოსნო კომპლექს "ოლიმპიკში" დაიწყო, მასპინძლებს მეტოქეობას უწევენ ბელარუსები და უკრაინელები.
თურქებმა ორი დღის წინათ დაამთავრეს ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების ჩემპიონატში გამოსვლა, ამიტომ საქართველოს დედაქალაქში ჩამოსვლა ვერ შეძლეს.
საქართველო-1- ბელარუსი 18:5
საქართველო-1: ჭუმბურიძე, ჯახაია (2), ჩიკვაძე, იმნაიშვილი, ლაითაძე (3), ბითაძე (4), ხვედელიანი, ბაღათურია (1), რურუა, გეგელაშვილი (6), ნიკოლეიშვილი (2), ქავთარაძე, კაპანაძე, მწვრთნელები _ ისელიძე, პოპოვიჩი.
ბელარუსი: შანტური, ხრუპაჩოვი, საიუკი, რადსკო (1), შაპურაუ, მიხუტსკი (1), ივანოვი (1), კოვალიოვი, ტუმასი (1), ჩუპრუნა, ჩარბაშანი (1), ფედორუკი, ველიჩკა, მწვრთნელი ფრალოვი.
საქართველოს პირველმა ნაკრებმა გუშინ სასტარტო პაექრობაში ნატურალიზებული წყალბურთლების გარეშეც დაჯაბნა ბელარუსის ეროვნული გუნდი (მარინო ფრანიჩევიჩი, დამირ ცრეპულია, მარკო ელაჩა და მარკო ელეზი ნაკრებს 2 ივლსს ჩერნოგორიაში შეუერთდებიან).
ანგარიში გეგელაშვილმა გახსნა. მანვე რამდენიმე წამში მეორე ბურთიც გაიტანა. პირველ პერიოდში მასპინძლებმა კიდევ ხუთჯერ აიძულეს შანტური, საკუთარი კარის ბადიდან გამოეტანა ბურთი.
ქართველებმა მეორე რვაწუთიან მონაკვეთში ოდნავ მოადუნეს ტემპი და სტუმრებს ტოლსწორად თამაშის შანსი მისცეს. შესვენების შემდეგ ჩვენი გუნდის უპირატესობა აშკარა იყო. ისელიძე-პოპოვიჩის შეგირდებმა 18:5 გაიმარჯვა და გათამაშების ცხრილში პირველი სამი ქულა ჩაიწერეს. გეგელაშვილმა 6 გოლით გამოიჩინა თავი.
უკრაინა - "საქართველო-2" 16:7
უკრაინა: პეტროვი, ცვირკუნი, შელინი (3), რატკოვი, დიადურა (2), ფედორუშუნი (1), აბრამოვი (1), ალექსეევი, სიდნიკი (6), ვოიტენკო, ობედინსკი (3), ბაბაენკო, ვოლონჩუკი, მწვრთნელი ცუპრუკი.
საქართველო-2: ფავლენიშვილი, ჩიქვინიძე (1), ქარჩილაძე, ტუკვაძე (2), ბაქრაძე (1), ყავლაშვილი (1), ქართველიშვილი (1), გელაშვილი, ურუშაძე (1), სულაძე, გიორგაძე, კაკულია, შუბლაძე, მწვრთნელები - გიორგაძე, კალანდაძე.
საქართველოს მე-2 ნაკრები უმთავრესად სტუდენტი წყალბურთელებითაა დაკომპლექტებული. ეს გუნდი 6-17 ივლისს ყაზანში (რუსეთი) მსოფლიოს 27-ე უნივერსიადაში იასპარეზებს, ამიტომ თბილისის თასზე გამოსვლა მათთვის ერთგვარი რეპეტიცია იქნება, თან მკაცრი გამოცდაც ისეთ გუნდებთან, რომლებსაც ორიოდე კვირაში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი ელით.
28 ივნისის შეხვედრაში შულინმა დააწინაურა სტუმრები, მაგრამ ქართველიშვილმა მალევე აღადგინა წონასწორობა.
პირველი და მეორე პერიოდები თანაბარ პაექრობაში გაილია. შესვენების შემდეგ გამოცდილებამ თავისი გაიტანა და უკრაინამ სასურველ შედეგსაც მიაღწია - 16:7.
29 ივნისს მე-2 ტურში ითამაშებენ: ბელარუსი - საქართველო-2 (17.00), საქართველო-1 - უკრაინა (18.30); 30 ივნისი. უკრაინა - ბელარუსი (10.00), საქართველო-1 - საქართველო-2 (11.30).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"