თან შინ 10, ხოლო სტუმრად 12 ქულა მოაგროვა. 15 ივლისს საქართველოს საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციიდან გვაცნობეს, რომ ჩვენს გუნდს კიდევ 6 ქულა დაერიცხება, რადგან ორივე რაუნდში ხუთ-ხუთგუნდიან ჯგუფებში თამაშობდა (ექვს-ექვსგუნდიანებთან სამართლიანობის აღსადგენად).
გაისად ფინალურ ეტაპზე 12 გუნდი იბრძოლებს მედლებისთვის. ექვსის ვინაობა უკვე ცნობილია: ესენი არიან კონტინენტის წინა ჩემპიონატში პირველ-მეექვსე ადგილებზე გასული
მეშვიდე-მეთორმეტეადგილოსნებმა (რუმინეთი, ესპანეთი, ხორვატია (ლონდონის ოლიმპიადის ჩემპიონი), ჰოლანდია, მაკედონია, თურქეთი) პლეი ოფში თამაშის უფლება გაინაღდეს. 17 ქვეყნის წარმომადგენლები, მათ შორის, ჩვენები კი, შესარჩევ ტურნირში ეცდებიან პლეი ოფისთვის ექვსი საგზურის მოპოვებას.
D ჯგუფის (სადაც საქართველოს ნაკრები გამოდიოდა) შედეგები უკვე გაუწყეთ. E ჯგუფში შესანიშნავად ითამაშეს ფრანგებმა, რომლებმაც 4 შეხვედრა მოიგეს და ერთში დაუზავდნენ მეტოქეს (სულ 13 ქულა). დანარჩენი ადგილები ასე განაწილდა: სლოვაკეთი - 12, დიდი ბრიტანეთი - 10, დანია - 6, მოლდოვა - 3, შვეიცარია - 0 ქულა.
F ჯგუფში რუსეთმაც ოთხი მატჩი მოიგო და ერთი ფრედ დაამთავრა - 13 ქულა. ამდენივე ქულას მოუყარა თავი სლოვენიამ. ჯგუფში შემდეგ მოდიან პოლონეთი - 9, პორტუგალია - 6, ჩეხეთი - 3 და ბულგარეთი - 0 ქულა.
ამდენად, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ორი რაუნდის შემდეგ 28-28 ქულით პირველ-მესამე ადგილებს საფრანგეთი, რუსეთი და საქართველო იყოფენ. შემდეგ მოდიან: სლოვენია - 25, სლოვაკეთი - 23, ინგლისი - 20, უკრაინა - 19.
ფაქტობრივად, ეს შვიდი გუნდი ინარჩუნებს 6 საგზურის მოპოვების შანსს. საქართველოს ნაკრებს, მესამე რაუნდის შედეგების მიუხედავად, მომდევნო ეტაპზე გასვლა, არა გვგონია, გაუჭირდეს.
საქმე ის არის, ჩვენი გუნდი რომელ ადგილს დაიკავებს, რადგან ამაზეა დამოკიდებული, პლეი ოფში (შინ და გარეთ) ვის შევხვდებით: სამი რაუნდის ჯამში პირველ ადგილზე გასული გუნდი თურქეთს დაუპირისპირდება, მეორეადგილოსანი - მაკედონიას, მესამე - ჰოლანდიას, მეოთხე - ხორვატიას, მეხუთე - ესპანეთს და მეექვსე - რუმინეთს. პლეი ოფები გაისად თებერვალ-აპრილში გაიმართება.
ორი მატჩის ჯამში გამარჯვებული ბუდაპეშტში გაემგზავრება. თუმცა მანამდე შესარჩევის მესამე რაუნდია გასამართავი, რომელიც ნოემბრისთვისაა დაგეგმილი.
"ევროპის ფედერაციამ კიდევ რამე თუ არ შეცვალა, მესამე რაუნდში, სავარაუდოდ, დიდ ბრიტანეთს, მოლდოვას, სლოვენიას და პოლონეთს დავუპირისპირდებით", - გვითხრა საქართველოს საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე ბითაძემ. - "ახლა იმას ვცდილობთ, რომ ამ ხუთი გუნდისთვის პაექრობები თბილისის "ოლიმპიკის" აუზში გაიმართოს. ვნახოთ, ყველაფერი ევროპის საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის სექტემბრის კონგრესზე გადაწყდება".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"