ვლადიმერ ისელიძის შეგირდები სტამბოლში მასპინძლებთან ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის განმეორებით შეხვედრას მართავს.
შეგახსენებთ, რომ ქართველმა წყალბურთელებმა თბილისში 15 თებერვალს ჩატარებულ პლეი ოფის პირველ მატჩში მეტოქე 4-ბურთიანი სხვაობით - 8:4 დაამარცხეს და ახლა ნებისმიერი ანგარიშით გამარჯვება და მაქსიმუმ, 3 ბურთით მარცხიც კი აძლევთ ხელს.
ორმატჩიან დუელში წარმატების შემთხვევაში, საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები არსებობის მანძილზე პირველად გავა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე.
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრების შემადგენლობა:
1. ზურა ჭუმბურიძე
2. გიორგი
3. დამირ სერფულია
4. მარკო ელეზი
5. გალაქტიონ ლაითაძე
6. მარკო ელაჩა
7. რევაზ ჩომახიძე
8. მიშა ბაღათურია
9. ზუკა რურუა
10. კოტე გეგელაშვილი
11. ტატო ნიკოლეიშვილი
12. მარინო ფრანიჩევიჩი
13. ბექა კაპანაძე
მწვრთნელები: ვლადიმერ ისელიძე და იოვან პოპოვიჩი
ასევე იხილეთ:
თურქეთი VS საქართველო - მიზანთან ახლოს