სტამბოლში, თურქეთის ეროვნულ გუნდთან მიმდინარე პლეი-ოფის საპასუხო მატჩის პირველი პერიოდი ქართველმა წყალბურთელებმა 3:2 მოიგეს. მეორე პერიოდის დასაწყისში მასპინძლებმა ანგარიში გაათანაბრეს და წინაც გავიდნენ, თუმცა ხუთწუთიან შესვენებამდე ჯერ მარკო ელაჩამ გაათანაბრა, შემდეგ კი მარკო ელეზმა წინ გაიყვანა საქართველოს ნაკრები - 6:5.
შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ ისელიძის შეგირდებმა თბილისში 15 თებერვალს ჩატარებულ პლეი-ოფის პირველ მატჩში მეტოქე 4-ბურთიანი სხვაობით - 8:4 დაამარცხეს და ახლა ნებისმიერი
ევროპის ჩემპიონატი წყალბურთში 14-27 ივლისს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაიმართება 12 საუკეთესო ნაკრების მონაწილეობით. ფინალურ ეტაპზე უკვე გასულები არიან - უნგერთი, სერბეთი, მონტენეგრო, იტალია, გერმანია და საბერძნეთი.
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრების შემადგენლობა:
1. ზურა ჭუმბურიძე
2. გიორგი ხვედელიანი
3. დამირ სერფულია
4. მარკო ელეზი
5. გალაქტიონ ლაითაძე
6. მარკო ელაჩა
7. რევაზ ჩომახიძე
8. მიშა ბაღათურია
9. ზუკა რურუა
10. კოტე გეგელაშვილი
11. ტატო ნიკოლეიშვილი
12. მარინო ფრანიჩევიჩი
13. ბექა კაპანაძე
მწვრთნელები: ვლადიმერ ისელიძე და იოვან პოპოვიჩი