სტამბოლში, თურქეთის ეროვნულ გუნდთან მიმდინარე პლეი-ოფის საპასუხო მატჩის პირველი ორი პერიოდი ქართველმა წყალბურთელებმა თავის სასარგებლოდ ჩაამთავრეს და შესვენებაზე ანგარიში მათ სასარგებლოდ 6:5 იყო. თუმცა, მესამე პერიოდში უპირატესობა გაფლანგეს და მასპინძლებს ორბურთიანი უპირატესობით დაწინაურების საშუალება პერიოდის ბოლო ერთ წუთში მისცეს.
შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ ისელიძის შეგირდებმა თბილისში 15 თებერვალს ჩატარებულ პლეი-ოფის პირველ მატჩში მეტოქე 4-ბურთიანი სხვაობით - 8:4 დაამარცხეს და ახლა ნებისმიერი ანგარიშით გამარჯვება ან მაქსიმუმ, 3 ბურთით მარცხიც კი
ევროპის ჩემპიონატი წყალბურთში 14-27 ივლისს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაიმართება 12 საუკეთესო ნაკრების მონაწილეობით. ფინალურ ეტაპზე უკვე გასულები არიან - უნგერთი, სერბეთი, მონტენეგრო, იტალია, გერმანია და საბერძნეთი.
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრების შემადგენლობა:
1. ზურა ჭუმბურიძე
2. გიორგი ხვედელიანი
3. დამირ სერფულია
4. მარკო ელეზი
5. გალაქტიონ ლაითაძე
6. მარკო ელაჩა
7. რევაზ ჩომახიძე
8. მიშა ბაღათურია
9. ზუკა რურუა
10. კოტე გეგელაშვილი
11. ტატო ნიკოლეიშვილი
12. მარინო ფრანიჩევიჩი
13. ბექა კაპანაძე
მწვრთნელები: ვლადიმერ ისელიძე და იოვან პოპოვიჩი