საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა

AutoSharing Option
1 მარტს საქართვეელოს წყალბურთელთა ნაკრებმა სტამბულში თურქეთის ნაკრებთან პლეი-ოფის საპასუხო შეხვედრა სასურველი ანგარიშით (9:12, ორი მატჩის ჯამში 17:16) დაასრულა და ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

კონტინენტის პირველობა 14-27 ივლისს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაიმართება და მასში პლანეტის 12 საუკეთესო ნაკრები იასპარეზებს.

1 მარტს ქართველმა წყალბურთელებმა ბუდაპეშტის საგზური დაძაბულ ბრძოლაში მიოპოვეს.

თბილისში ანგარიშით 8:4 მოგებული პლეი-ოფის პირველი მატჩის შემდეგ, ვლადიმერ ისელიძის შეგირდებს საპასუხო შეხვედრაში, მინიმუმ, 3-ზე მეტი ბურთის სხვაობით არ უნდა წაეგოთ.

სტამბოლში გამართული მატჩი ქართველი წყალბურთელების უპირატესობით
წარიმართა და ტაიმი მათი გამარჯვებით 6:5 დასრულდა, თუმცა მესამე პერიოდში მასპინძლებმა იძალეს და ანგარიშში წინ გავიდნენ - 9:7.

მეოთხე პერიოდში თურქები უპირატესობას ფლობდნენ, დრამატული კი მატჩის ბოლო 40 წამი აღმოჩნდა. ამ დროს ანგარიში მასპინძელთა სასარგებლოდ 12:9 იყო, თუმცა ქართველმა წყალბურთელებმა დარჩენილ დროში მეტოქეს გატანის საშუალება აღარ მისცეს და ორი მატჩის ჯამში ისტორიული გამარჯვება დაისაკუთრეს.

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრების შემადგენლობა:
1. ზურა ჭუმბურიძე
2. გიორგი ხვედელიანი
3. დამირ სერფულია
4. მარკო ელეზი
5. გალაქტიონ ლაითაძე
6. მარკო ელაჩა
7. რევაზ ჩომახიძე
8. მიშა ბაღათურია
9. ზუკა რურუა
10. კოტე გეგელაშვილი
11. ტატო ნიკოლეიშვილი
12. მარინო ფრანიჩევიჩი
13. ბექა კაპანაძე

მწვრთნელები: ვლადიმერ ისელიძე და იოვან პოპოვიჩი
მკითხველის კომენტარები / 19 /
სტატიაში ნათქვამია, რომ ბუდაპეშტში პლანეტის 12 უძლიერესი გუნდი იასპარეზებსო. საოცარია, რატომ უნდა იასპარეზონ ევროპოს ჩემპიონატზე პლანეტის უძლიერესმა სპორტსმენებმა?
ომარი
21:55 01-03-2014
0
ვულოცავ ჩვენ წყალბურთელებს და ევროპაზე წარმატებას ვუსურვებ

ვალერი
22:00 01-03-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული