მედლებისთვის მებრძოლთა შორის იყო საქართველოს ნაკრებიც, რაც ჩვენი ბიჭების დიდი გამარჯვება გახლდათ, რადგან ევროპის ჩემპიონატი, ფაქტობრივად, მსოფლიოს ჩემპიონატის ტოლფასია - სპორტის ამ სახეობაში გრანდები სწორედ ევროპელები არიან.
ქართველ წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ამ წარმატებას "ვითიბი ბანკის" სპონსორობითა და მხარდაჭერით მიაღწია. 4 დეკემბერს შეთანხმება განახლდა, რომელიც 2015 წლის განმავლობაში წყალბურთში საქართველოს ეროვნული ნაკრების საშეჯიბრო მომზადებაში, ეკიპირებასა და საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის ფინანსურ მხარდაჭერას ითვალისწინებს.
მამუკა მენთეშაშვილი, ბანკის ფინანსური დირექტორი: "აქტიურად ვაგრძელებთ ქართული სპორტისა
დათო რურუა, საქართველოს საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი: "ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ, რომ საწყლოსნო სახეობებში შედეგები გავაუმჯობესოთ და სტაბილურ წარმატებად ვაქციოთ. ბატონმა პრემიერმა ბიზნესმენებს მოუწოდა სპორტის მხარდაჭერა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. გაიზარდა და კიდევ უფრო გაიზრდება წყალბურთში მომეცადინეთა რიცხვი. სპორტის ამ სახეობის განვითარებისთვის კერძო სექტორის აქტიური ჩართულობა მნიშვნელოვანია".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"