წყალბურთი. ჩემპიონთა ლიგა: თბილისის "ლოკომოტივს" ჩომახიძემაც ვერ უშველა

AutoSharing Option
წყალბურთელ ვაჟთა ჩემპიონთა ლიგის 2015-16 წლების გათამაშების პირველ საკვალიფიკაციო ეტაპში 12 კლუბი ჩაება, რომლებიც წილისყრით სამ ჯგუფში გადანაწილდნენ. C ჯგუფს გასულ უქმეებზე თბილისის საწყლოსნო კომპლექსმა "ოლიმპიკმა" უმასპინძლა.

აქ ერთმანეთს თბილისის "ლოკომოტივი" (საქართველო), ჰანოვერის "ვასპო-98" (გერმანია), ბუდაპეშტის OSC (უნგრეთი) და მარსელის "მარსელი" (საფრანგეთი) დაუპირისპირდნენ.

დედაქალაქის "ლოკომოტივმა", რომლის სპორტულ ღირსებას, უმთავრესად, საქართველოს ნაკრების წევრები იცავენ, ამ ტურნირისთვის შემადგენლობა უცხოელი წყალბურთელებით (სრდან აქსვეთიჯევიჩი, ფილიპ კლაჯევიჩი, დრაგან დრაშკოვიჩი) გააძლიერა.

თანამემამულეების დახმარება გადაწყვიტა სახელოვანმა ქართველმა სპორტსმენმა რევაზ ჩომახიძემ. მან პირველ ტურში საფრანგეთის "მარსელის" კარში გოლიც
კი გაიტანა (დანარჩენ ორ ტურში არ უთამაშია), მაგრამ რკინიგზელებმა მიზანს მაინც ვერ მიაღწიეს.

სასტარტო შეხვედრის პირველ პერიოდში მასპინძლებმა მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს ფრანგებს. ამის მიუხედავად, პირველი რვაწუთიანი მონაკვეთი მაინც დათმეს - 4:5. მესამე პერიოდი მოიგეს კიდეც - 3:2, თუმცა მეორესა და მეოთხეში გაშვებულ 5-5 ბურთს მხოლოდ 2-ით უპასუხეს და ორთაბრძოლაც 9:17 წააგეს.

მეორე ტურში "ლოკომოტივმა" ტურნირის საბოლოო გამარჯვებულ "ჰანოვერის" წინააღმდეგ უკეთ ითამაშა, მაგრამ წაგებას მაინც ვერ გადაურჩა - 9:11.

ბოლო ტურის წინ ევროლიგაზე თამაშის შანსი რჩებოდა. უნგრელებმა მასპინძელთა იმედებს ცივი შხაპი გადაავლეს - პაექრობა დიდი ანგარიშით მოიგეს - 15:3 და გერმანელებთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საგზური მოიპოვეს. ფრანგები ევროლიგაზე მოსინჯავენ ძალებს, ჩვენს რკინიგზელებს კი საამისოდ ერთი წლით დაცდა მოუწევთ.

I ტური

ბუდაპეშტი-ჰანოვერი 7:7
0:0, 4:1, 0:2, 3:4
"ბუდაპეშტი": დავიდ ბისტრიტსანი, ადამ დეკერი (1), ბენეშ ბატორი (2), ტონი ნემეტი (2), ზოლტ ჯუჰაში (1), გაბორ კოვაჩი, გაბორ ჰეგედუში, კევინ გრანამი, ფერენც სალამონი, მიკლოშ გორ-ნაგი (1), ერიკ ბუნდშუნი, დრასკო ბრგულიანი, ბოტონდ ბარაბაში, მთავარი მწვრთნელი ბალაშ ვინცე.
"ჰანოვერი": როჯერ კონგი, ანდრეას შლოტერბეკი (2), ერიკ ბუკოვსკი (2), მარინ ბანი, მარეკ ტკაჩი, დავიდ კლეინი, პრედრაგ ჯოკიჩი, პერი ესტრანი, ალექსანდრ რადოვიჩი (2), ბენც ტოტი (1), მარკო ბოლოვიჩი, მეტე ბალატონი, ბოიან პაუნოვიჩი, მარტონ საგი, მთავარი მწვრთნელი კარსტენ შეჰაფერი.

ლოკომოტივი-მარსელი 9:17
4:5, 0:5, 3:2, 2:5
"ლოკომოტივი": ნიკოლოზ შუბლაძე, ზურაბ რურუა (1), გიორგი ხვედელიანი, კონსტანტინე გეგელაშვილი, მიხეილ ბაღათურია, ლევან ჩიქვინიძე, რევაზ ჩომახიძე (1), ბექა ქავთარაძე (1), სრდან აქსვეთიჯევიჩი (1), ფილიპ კლაჯევიჩი (1), დრაგან დრაშკოვიჩი (4), ალექსანდრე რუსიშვილი, ზურაბ ჭუმბურიძე, მთავარი მწვრთნელი ზვიად დავითიანი.
"მარსელი": რემი გარსაუ, ლოგან პიოტი, მათიას ოლივონი (2), ნიკოლას კონსტანტინ ბიკარი (4), სებასტიან მონერეტი (3), თიბაუტ შიმონი (1), უგო კროუსილატი (5), გუილიან დინო (1), ჩარლზ კანონე, იგორ კოვაჩევიჩი, დავიდ კაუმეტე, ალექსანდრ კამარასა (1), არშაკ ჰოვანისიანი, მთავარი მწვრთნელი ოლივერ ჩანდიუ.

II ტური
მარსელი-ბუდაპეშტი 10:10
3:3, 3:1, 3:4, 1:2
"მარსელი": რემი გარსაუ, ლოგან პიოტი, მათიას ოლივონი (2), ნიკოლას კონსტანტინ ბიკარი, სებასტიან მონერეტი, თიბაუტ შიმონი (3), უგო კროუსილატი (3), გუილიან დინო, ჩარლზ კანონე (1), იგორ კოვაჩევიჩი, დავიდ კაუმეტე, ალექსანდრ კამარასა (1), არშაკ ჰოვანისიანი, მთავარი მწვრთნელი ოლივერ ჩანდიუ.
"ბუდაპეშტი": დავიდ ბისტრიტსანი, ადამ დეკერი (1), ბენეშ ბატორი (2), ტონი ნემეტი, ზოლტ ჯუჰაში (1), გაბორ კოვაჩი (1), გაბორ ჰეგედუში (2), კევინ გრანამი (1), ფერენც სალამონი (2), მიკლოშ გორ-ნაგი, ერიკ ბუნდშუნი, დრასკო ბრგულიანი, ბოტონდ ბარაბაში, მთავარი მწვრთნელი ბალაშ ვინცე.

ლოკომოტივი-ჰანოვერი 9:11
2:2, 2:4, 2:4, 3:1
"ლოკომოტივი": ნიკოლოზ შუბლაძე, ზურაბ რურუა (1), გიორგი ხვედელიანი (2), კონსტანტინე გეგელაშვილი, მიხეილ ბაღათურია (1), ლევან ჩიქვინიძე, რევაზ ჩომახიძე, ბექა ქავთარაძე, სრდან აქსვეთიჯევიჩი (3), ფილიპ კლაჯევიჩი (2), დრაგან დრაშკოვიჩი, ალექსანდრე რუსიშვილი, ზურაბ ჭუმბურიძე, მთავარი მწვრთნელი ზვიად დავითიანი.
"ჰანოვერი": როჯერ კონგი, ანდრეას შლოტერბეკი, ერიკ ბუკოვსკი (1), მარინ ბანი (1), მარეკ ტკაჩი (1), დავიდ კლეინი, პრედრაგ ჯოკიჩი (2), პერი ესტრანი (1), ალექსანდრ რადოვიჩი (5), ბენც ტოტი, მარკო ბოლოვიჩი, მეტე ბალატონი, ბოიან პაუნოვიჩი, მარტონ საგი, მთავარი მწვრთნელი კარსტენ შეჰაფერი.

III ტური
ჰანოვერი-მარსელი 10:8
1:0, 3:3, 5:2, 1:3
"ჰანოვერი": როჯერ კონგი, ანდრეას შლოტერბეკი, ერიკ ბუკოვსკი (3), მარინ ბანი (2), მარეკ ტკაჩი (1), დავიდ კლეინი, პრედრაგ ჯოკიჩი, პერი ესტრანი (2), ალექსანდრ რადოვიჩი, ბენც ტოტი (1), მარკო ბოლოვიჩი (1), მეტე ბალატონი, ბოიან პაუნოვიჩი, მარტონ საგი, მთავარი მწვრთნელი კარსტენ შეჰაფერი.
"მარსელი": რემი გარსაუ, ლოგან პიოტი, მათიას ოლივონი (2), ნიკოლას კონსტანტინ ბიკარი (1), სებასტიან მონერეტი, თიბაუტ შიმონი (1), უგო კროუსილატი (3), გუილიან დინო, ჩარლზ კანონე, იგორ კოვაჩევიჩი (1), დავიდ კაუმეტე, ალექსანდრ კამარასა, არშაკ ჰოვანისიანი, მთავარი მწვრთნელი ოლივერ ჩანდიუ.

ლოკომოტივი-ბუდაპეშტი 3:15
1:4, 0:3, 0:6, 2:2
"ლოკომოტივი": ნიკოლოზ შუბლაძე, ზურაბ რურუა (1), გიორგი ხვედელიანი, კონსტანტინე გეგელაშვილი (1), მიხეილ ბაღათურია (1), ლევან ჩიქვინიძე, რევაზ ჩომახიძე, ბექა ქავთარაძე, სრდან აქსვეთიჯევიჩი, ფილიპ კლაჯევიჩი, დრაგან დრაშკოვიჩი, ალექსანდრე რუსიშვილი, ზურაბ ჭუმბურიძე, მთავარი მწვრთნელი ზვიად დავითიანი.
"ბუდაპეშტი": დავიდ ბისტრიტსანი, ადამ დეკერი (3), ბენეშ ბატორი, ტონი ნემეტი (1), ზოლტ ჯუჰაში (1), გაბორ კოვაჩი (4), გაბორ ჰეგედუში (1), კევინ გრანამი, ფერენც სალამონი (2), მიკლოშ გორ-ნაგი, ერიკ ბუნდშუნი (3), დრასკო ბრგულიანი, ბოტონდ ბარაბაში, მთავარი მწვრთნელი ბალაშ ვინცე.

სატურნირო მდგომარეობა
"ვასპო-98" ჰანოვერი (გერმანია) - 7 (28:24), OSC ბუდაპეშტი (უნგრეთი) - 5 (32:20), "მარსელი" მარსელი (საფრანგეთი) - 4 (35:29), "ლოკომოტივი" თბილისი (საქართველო) - 0 (21:43) ქულა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული