საქართველოს წყალბურთელ ვაჟთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საგზური გაინაღდა

AutoSharing Option
საქართველოს წყალბურთელ ვაჟთა ნაკრებმა ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის E ჯგუფში, რომლის მატჩებსაც ისრაელი მასპინძლობს, ჰოლანდიის ნაკრებთან შეხვედრა ფრედ 5:5 დაასრულა და ევროპირველობის საგზური გაინაღდა, სადაც ისტორიაში მეორედ ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ იოვან პოპოვიჩისა და ვლადიმერ ისელიძის გაწვრთნილმა გუნდმა კონტინენტის წინა პირველობაზეც იასპარეზა.

25 სექტემბერს გამართულ შეხვედრაში ჩვენი გუნდიდან გოლები მიხეილ ბაღათურიამ (2), დამირ წრეფულიამ (2) და ანდრია ბითაძემ გაიტანეს.

ქართველი წყალბურთელები დღეს, 26 სექტემბერს ისრაელს დაუპირისპირდებიან, 27-ში კი - ლიტვას,მაგრამ ვინაიდან ქვეჯგუფის მეტოქეთან შედარებით სტაბილურად მაღალი ქულებით მეორე
ადგილი გვიკავია (ჰოლანდია-10, საქართველო-7 ) მომდევნო მატჩები საბოლოო შედეგზე გადამწყვეთ ცვლილებებს ვერ მოახდენს.

წყალბურთელ ვაჟთა ევროპის ჩემპიონატის ეფინალურ ეტაპს გაისად იანვარში სერბეთის დედაქალაქი ბელგრადი უმასპინძლებს, სადაც მედლებისთვის 16 ქვეყნის წარმომადგენლები იბრძოლებენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული