საქართველოს ნაკრები უპირატესობას თავიდანვე დაეუფლა, სლოვაკები კი მთელი მატჩის განმავლობაში მდევრის როლში იყვნენ. მეტოქემ ანგარიშში დაწინაურება მხოლოდ მატჩის დასრულებამდე 14 წამით ადრე გატანილი გოლით შეძლო და საბოლოოდ გაიმარჯვა კიდეც.
იოვან პოპოვიჩისა და ვლადიმერ ისელიძის გუნდში 2-2 გოლი ბექა ქავთარაძემ და მარკო ელაჩამ გაიტანეს, თითო ბურთი კი მარკო
საქართველოს ნაკრებმა ბელგრადში სულ 7 შეხვედრა ჩაატარა. სლოვაკეთის გარდა, დამარცხდა რუმინეთის, გერმანიის, იტალიის, უნგრეთისა და ჰოლანდიის ეროვნულ გუნდებთან. კონტინენტის ამ პირველობაზე ერთადერთი და ისტორიაში პირველი გამარჯვება კი ჩვენმა გუნდმა თურქეთთან იზეიმა.
ევროპის 2016 წლის ჩემპიონატი წყალბურთში ხვალ, 23 იანვარს დასრულდება. გადამწყვეტ მატჩში ერთმანეთს სერბეთისა და მონტენეგროს ნაკრებები დაუპირისპირდებიან.