ისევ "ლიგამუსი" და "ივერია"

AutoSharing Option
საწყლოსნო კომპლექს "ოლიმპიკში" წინა უქმეებზე 1995-1996 წლებში დაბადებულმა წყალბურთელებმა საქართველოს პირველობის სასტარტო ეტაპის შეხვედრები გამართეს. სამ-სამი მოგებით "ლიგამუსისა" და "ივერიის" გუნდები დაწინაურდნენ.

მსგავსი სიტუაცია შეიქმნა უმცროს (1997-1998 წლებში დაბადებულნი) ასაკშიც. როგორც გაუწყეთ, აქ 8 გუნდმა მოიყარა თავი. სტარტზე "ლიგამუსმა" "ტონუსს" სძლია 27:2, "ივერიამ (1)"-მა "თბილისს" 22:2, "ბათუმმა" "ივერია-2" დაამარცხა 11:6. მომდევნო ორი დღის შედეგები კი ასეთია: შაბათი. "ჯორჯია"-"ქუთაისი" 3:8, "ტონუსი"-"ბათუმი" 6:14, "ლიგამუსი"-"ივერია (2)" 22:3, "თბილისი"-"ქუთაისი" 11:2. "ჯორჯია" მეორე თამაშზე არ გამოცხადდა და "ივერია-1"-თან 0:10 წაგება ჩაეთვალა. კვირა. "ტონუსი"-"ივერია(2)" 3:11, "ჯორჯია"-"თბილისი"
10:21, "ბათუმი"-"ლიგამუსი" 1:17, "ივერია(1)"-"ქუთაისი" 29:0.

მეორე ეტაპის მატჩები 12-14 მარტს გაიმართება.

წუხელ საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის ალექსანდე ბითაძის ხელმძღვანელობით 1995-1996 წლებში დაბადებულთა საქართველოს ნაკრები (ცოტნე ინწკირველი, ლაშა კოჩიაშვილი, ზურაბ ჩიკვაიძე, ხვიჩა ჯავახია, სანდრო ყაზახაშვილი, ლუკა კახეთელიძე, გიორგი ჩომახიშვილი, რეზო იმნაიშვილი, ნიკა ჩერქეზიშვილი, დათო რევია, გიორგი ზაქარეიშვილი, გიორგი გაბადაძე, ანდრია ბითაძე, დათო კაკულია, მთავარი მწვრთნელი იოვან პოპოვიჩი. მწვრთნელი ირაკლი ბაქრაძე) ნოვი სადს გაემგზავრა და 16 თებერვლიდან თანატოლთა შორის სერბეთის ჩემპიონატში ჩაებმება. პირველ ეტაპზე ჩვენი ბიჭები ქვეჯგუფში წრიული სისტემით ხუთ შეხვედრას გამართავენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული