ფავორიტებმა მოგებით დაიწყეს

AutoSharing Option
საწყლოსნო კომპლექს "ოლიმპიკში"  წყალბურთში საქართველოს ჩემპიონატმა სტარტი აიღო, რომელშიც ხუთი გუნდი მონაწილეობს. პირველ ტურში კარგად ითამაშეს შარშანდელმა ჩემპიონმა "თბილისმა" და ვერცხლის პრიზიორმა "ლიგამუსმა", რომლებმაც გათამაშების ცხრილში გამარჯვებები ჩაიწერეს.

"ივერია"-"ლიგამუსი" 2:11 (0:4, 1:2, 0:4, 1:1)
"ივერია": შუბლაძე, ჩიქვინიძე, ბუღაძე, დავითური, ცანკაშვილი (1), სხალაძე, ქართველიშვილი, გელაშვილი, ურუშაძე (1), სულაძე, გოჩიტაშვილი, ფეიტრიშვილი, კაპანაძე, მწვრთნელი ჩომახიძე.
"ლიგამუსი": ჭუმბურიძე, ბაქრაძე, კორდიჩი (1), შენგელია, ხვედელიანი (3), რუსიშვილი (2), რურუა (4), გეგელაშვილი, ნიკოლეიშვილი (1), სტრუიჩი, მწვრთნელი ისელიძე.

"თბილისი"-"ზვიგენები" 21:6 (5:1, 3:1, 8:2, 5:2)
"თბილისი": ნამორაძე, ქენქაძე (4),
კოტარია (5), ჩომახიძე, კინწურაშვილი (3), მანძულაშვილი (1), ლაითაძე, ბაღათურია (4), ქავთარაძე, ყაველაშვილი, გოგავა, ალიბეგაშვილი (4), ჭელიძე, ჯანგავაძე, ბაბუნაშვილი, მწვრთნელი კინწურაშვილი.

"ზვიგენები": ჩიხლაძე, დაუშვილი, ქერქაძე, შარვაშიძე (2), ბერიშვილი, თორდია (1), გოგელია (2), ჯანჯღავა, ჩხეიძე (1), კოხოძე, გიორგაძე, ჩუბინიძე, მოსაშვილი, გურგეგიძე, ხოსროშვილი, მწვრთნელი ასათიანი.

როგორც ვხედავთ, "თბილისი" და "ლიგამუსი" უმთავრესად საქართველოს ნაკრების წევრებითაა დაკომპლექტებული და, უეჭველია, ჩემპიონობისთვის წლეულსაც ეს ორი გუნდი იბრძოლებს. მთავარი კი მაინც ევროპის ჩემპიონატის მატჩებისთვის მომზადებაა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა კონტინენტის პირველობის საკვალიფიკაციო ტურნირის სტარტზე შინ ბრიტანეთის ნაკრებს სძლია. მეორე ტურის მატჩსაც თბილისში გამართავს - საბერძნეთის ეროვნულ გუნდს "ოლიმპიკის" აუზში დაუხვდება. მანამდე კი სტამბოლში თურქეთის ნაკრებთან ერთობლივ წვრთნას გაივლის, მარტის მესამე დეკადაში კი თბილისის საერთაშორისო ტურნირში იასპარეზებს.








.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული