საქართველოს წყალბურთელ ვაჟთა ნაკრები რუსეთთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
საქართველოს წყალბურთელ ვაჟთა ნაკრებმა მსოფლიოს ლიგის ევროპული ეტაპის 2016-17 წლების გათამაშებაში გამოსვლა რუსეთის ნაკრებთან მარცხით დაიწყო.

15 ნოემბერს, თბილისში, "ოლიმპიკის" აუზში გამართულ შეხვედრაში ქართველი წყალბურთელები დაძაბულ ბრძოლაში 13:14 (3:4, 2:2, 5:5, 3:3) დამარცხდნენ.

ჩვენი გუნდი ჩრდილოელ მეზობლებს დღეს ასეთი შემადგენლობით დაუპირისპირდა: ნიკოლოზ შუბლაძე, ირაკლი რაზმაძე, ზურაბ რურუა (კ), გიორგი ხვედელიანი, ალექსანდრე რუსიშვილი, კონსტანტინე გეგელაშვილი, მიხეილ ბაღათურია, ანდრია ბითაძე, რეზი იმნაიშვილი, ბექა ქავთარაძე, მარკო ელაჩა, ნიკოლოზ შუშიაშვილი, გიორგი მესხი, დამირ ცრეპულია, მწვრთნელები - იოვან პოპოვიჩი და ვლადიმერ ისელიძე.

საქართველოს ნაკრები, რომელიც
C ჯგუფში ასპარეზობს, მომდევნო შეხვედრას სტუმრად იტალიის ნაკრებთან 2017 წლის 10 იანვარს გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 3 /
მიდით ბიჭებო გაგვახარეთ.
kaxa
17 ნოემბერი 2016 12:29
0
ძალიან ახალგაზრდული და პერსპექტიული გუნდია.მომენტებში ცივსისხლიანობა გვღალატობდა და ბევრი გაძევება დაგვიგროვდა,თორემ ქულას აუცილებლად ავიღებდით,ისე რუსებისთვისაც თითქოს სიურპრიზი იყო ჩვენების ასეთი თამაში.ყოჩაღ ბიჭებო,მე ამას დამარცხებას ვერ დავარქმევ,ეს ახალი ,უფრო მაღალი საფეხურია განვითარების,თან უცხოელიც მხოლოდ ორი თამაშობდა.
სოსო
16 ნოემბერი 2016 17:34
0
ძალიან დიდი ჯახი იყო....ბოლომდე ღირსეულად ვირბრძოლეთ..გუნდი აშკარად პროგრესირებს...მომავალში მეტსაც შევძლებთ..ყოჩაღ ბიჭები....!!!
ირაკლი ბართაია
16 ნოემბერი 2016 12:23
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული