ავსტრალიელი ჩოგბურთელი ნიკ კირგიოსი, რომელიც მე-14 ადგილს იკავებს პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის რეიტინგში, ჟურნალისტების წინაშე გამოცხადდა მაისურით, რომელზეც ეწერა: "ეშმაკსაც წაუღია დონალდ ტრამპი".
21 წლის კირგიოსმა რქებიანი ტრამპის მაისური სიდნეიში, საჩვენებელ მატჩში რაფაელ ნადალის დამარცხების შემდეგ ჩაიცვა. მაისურის შესახებ კითხვაზე ჩოგბურთელმა თქვა: "ისედაც ყველაფერი გასაგებია".
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.