ფედერაციის თასი: საქართველოს ჩოგბურთელ ქალთა ნაკრები ავსტრიასა და პოლონეთს შეხვდება

AutoSharing Option
ესტონეთის დედაქალაქ ტალინში 8-11 თებერვალს თოთხმეტი ქვეყნის ჩოგბურთელ ქალთა ნაკრები გუნდები მოიყრიან თავს - ევროაფრიკული პირველი ზონის წარმომადგენლები ფედერაციის თასზე დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. ისინი წილისყრით ოთხ ჯგუფში გადანაწილდნენ.

საქართველოს ნაკრები (სოფიო შაფათავა, ეკატერინე გორგოძე, მარიამ ბოლქვაძე, ოქსანა კალაშნიკოვა, კაპიტანი მარგალიტა ჩახნაშვილი-რანცინგერი) A ჯგუფში მოხვდა, სადაც ავსტრიასა (ბარბარა ჰაასი, ტამირა პაზეკი, იულია გრაბხერი, პია კონიგი, კაპიტანი იურგენ ვაბერი) და პოლონეთთან (მაგდა ლინეტი, კატარჟინა პიტერი, პაულა კანია, მაგდალენა ფრეჩი, კაპიტანი კლაუდია იანს-იგნაჩიკი) გაარკვევს ურთიერთობას.

B ჯგუფი: ხორვატია, ბოსნია-ჰერცეგოვინა, უნგრეთი
C ჯგუფი: დიდი ბრიტანეთი,
ლატვია, პორტუგალია, თურქეთი
D ჯგუფი: ბულგარეთი, ესტონეთი, ისრაელი, სერბეთი

ჯგუფების გამარჯვებულები მეორე მსოფლიო ჯგუფის პლეი-ოფის ორი საგზურისთვის, ხოლო ბოლო ადგილებზე გასულები ევროაფრიკულ პირველ ზონაში დასარჩენად იბრძოლებენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული