მეორე სეტში უილიამსი ოდნავ უკეთ ათამაშდა, მაგრამ წუნი მის თამაშში მაინც ბევრი იყო. სტრიკოვას აქაც ჰქონდა ქამბექი, როცა ბრეიკი შეასრულა და მეტოქეს მატჩზე არ ჩააწოდებინა. თუმცა, შემდეგ გეიმში სერენამ
* * *
მეოთხედფინალში ძალიან საინტერესო უნდა იყოს უმცროსი უილიამსისა და იოჰანა კონტას შეხვედრა. ბრიტანელი სერენაზე უფრო დამაჯერებლად გავიდა რვა საუკეთესოს შორის. კონტამ წინა ეტაპზე უბრალოდ გაანადგურა კაროლინ ვოზნიაცკი, ახლა კი არ დაინდო ეკატერინა მაკაროვა. ეს ჩოგბურთელები შარშანაც შეხვდნენ მელბურნში ერთმანეთს და მაშინ, გადამწყვეტი სეტი კონტამ 8:6 მოიგო.
რუსი ვერ უმკლავდებოდა მეტოქის მოწოდებებს და ვერ უსწრებდა მის ძლიერ დარტყმებს. იოჰანა მუდმივად შეტევაში იყო და ამასთან, თითქმის არ ცდებოდა. საბოლოოდ, კონტამ სასტარტო სეტი 24 წუთში მოიგო.
მეორე პარტია ბრიტანელმა ჩავარდნით დაიწყო და მაკაროვა ბრეიკით გავიდა წინ - 4:1. აღსანიშნავია, რომ ეს იყო მხოლოდ მეორე წაგებული საკუთარი გეიმი ტურნირზე კონტასთვის. თუმცა, მაკაროვას უპირატესობა დიდი ხანი არ გაგრძელებულა და კონტამ ზედიზედ ხუთი გეიმის მოგებით დაასრულა მატჩი - 6:1, 6:4.
იოჰანამ რვა მატჩამდე აიყვანა მოგებათა სერია. მან საათსა და რვა წუთში შესანიშნავი სტატისტიკა დააფიქსირა - 9 ეისი და 21 "ვინერსი". ახლა, ბრიტანელს ზედიზედ 18 სეტი აქვს მოგებული. თან, ყველა მატჩში მხარდაჭერა გარანტირებული აქვს, რადგან სიდნეიშია დაბადებული.
* * *
წლევანდელი ტურნირი სავსეა საოცარი ისტორიებით და ერთ-ერთი, ჯერჯერობით, გრძელდება. მირიანა ლუჩიჩი 18 (!) წლის განმავლობაში, მელბურნში ერთი გამარჯვების მოპოვებასაც ვერ ახერხებდა. ახლა კი 34 წლის ხორვატმა ერთბაშად მეოთხედფინალამდე მიაღწია, თან გზად მსოფლიოს მესამე ჩოგანი აგნიეშკა რადვანსკა დაამარცხა.
1998 წელს, 15 წლის მირიანამ ავსტრალიის ღია პირველობა მოიგო წყვილებში მარტინა ჰინგისთან ერთად. მას შტეფი გრაფის მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ მამასთან ჩხუბის გამო, რომელიც გოგონას ფეხსაცმლით სცემდა ყოველი წაგების შემდეგ, დიდი ხნით გამოვარდა საჩოგბურთო ელიტიდან. ის ამერიკაში გაიქცა, რამდენჯერმე სცადა კარიერის წამოწყება, მაგრამ მხოლოდ 30 წლის ასაკში გამოუვიდა.
მერვედფინალში მისი მეტოქე იყო ამერიკელი ჯენიფერ ბრეიდი, რომელმაც ტურნირი კვალიფიკაციიდან დაიწყო და მისი გასვლა მეოთხე წრეში სერიოზულ სიურპრიზად აღიქვეს. ყველაზე რთული მატჩი ამერიკელმა მესამე წრეში ჩაატარა, როცა ხუთი მატჩბოლი მოიგერია ჰიზერ უოტსონის წინააღმდეგ.
გუშინდელმა მატჩმა კლასში სხვაობა გამოაჩინა. ლუჩიჩიმა შესანიშნავი ფორმა აჩვენა, 35 "ვინერსი" დააგროვა და მხოლოდ 24 უნებლიე შეცდომა ჰქონდა, აგრეთვე მხოლოდ ექვსი ქულა წააგო პირველ მოწოდებაზე. მოკლედ, ვეტერანმა ძალიან იოლად მოიგო და მეოთხედფინალში გავიდა. ამ ეტაპზე მირიანა ერთხელ უკვე იყო - უიმბლდონზე შორეულ 1999 წელს! სხვათა შორის, ლუჩიჩი წყვილთა თანრიგშიც არის გასული მეოთხედფინალში.
სხვათა შორის, ბოლო წლებში ლუჩიჩის ჩვევია სენსაციები, მაგალითად, 2014 და 2105 წლებში, "დიდი სლემის" ტურნირებზე სიმონა ჰალეპი ჰყავს დამარცხებული.
ახლა, ხორვატს წინ ელოდება სერიოზული მეტოქე - კაროლინა პლიშკოვა. წინა წრეში, ჩეხი გადარჩა ლატვიელ ელენა ოსტაპენკოსთან მატჩში, მაგრამ გუშინ, დარია გავრილოვას წინააღმდეგ, ყველაფერი გაცილებით მარტივი იყო - 72 წუთში მოიგო 6:3, 6:3.
ქალები. 1/8 ფინალი
ს. უილიამსი (აშშ, 2)-სტრიკოვა (ჩეხ, 16) 7:5, 6:4
კონტა (ბრიტ, 9)-ვანდევეგე (აშშ) 6:1, 6:4
ლუჩიჩი (ხორ)-ბრეიდი (აშშ) 6:4, 6:2
კარ. პლიშკოვა (ჩეხ, 5)-გავრილოვა (ავსტრა, 22) 6:3, 6:3
1/4 ფინალი
ს. უილიამსი (აშშ, 2)-კონტა (ბრიტ, 9)
კარ. პლიშკოვა (ჩეხ, 5)-ლუჩიჩი (ხორ)
მუგურუსა (ესპ, 7)-ვანდევეგე (აშშ)
ვ. უილიამსი (აშშ, 13)-პავლიუჩენკოვა (რუს, 24)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"