რაფაელ ნადალის დამარცხებით როჯერ ფედერერი ტოპ-ათეულში დაბრუნდა. მელბურნში მოგებამ შვეიცარიელი მე-17 ადგილიდან მეათემდე გადაიყვანა. თავად ნადალმა მეცხრე პოზიციიდან მეექვსეზე გადაინაცვლა.
სტენ ვავრინკამ, რომელმაც ფედერერთან ნახევარფინალი წააგო, მესამე ადგილიდან ჩამოაგდო მილოშ რაონიჩი. სამი საფეხურით დაეშვა ქვემოთ ფრანგი გაელ მონფილსი.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება კი მაინც ქალთა ტოპ-ათეულში მოხდა: ავსტრალიის ჩემპიონი სერენა უილიამსი დაბრუნდა კლასიფიკაციის პირველ ადგილზე. ანჟელიკ კერბერი, რომელიც 2016 წლის სექტემბრიდან იყო ლიდერი, მელბურნში მერვედფინალში დამარცხდა და ვერ დაიცვა შარშან მოპოვებული
ATP. TOP10
1(1). ენდი მარეი (ბრიტ) - 11 540
2(2). ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ) - 9 825
3(4). სტენ ვავრინკა (შვეიც) - 5 695
4(3). მილოშ რაონიჩი (კან) - 4 930
5(5). კეი ნიშიკორი (იაპ) - 4 830
6(9). რაფაელ ნადალი (ესპ) - 4 385
7(7). მარინ ჩილიჩი (ხორ) - 3 560
8(8). დომინიკ ტიმი (ავსტრია) - 3505
9(6). გაელ მონფილსი (საფ) - 3 445
10(17). როჯერ ფედერერი (შვეიც) - 3260
WTA. TOP10
1(2). სერენა უილიამსი (აშშ) - 7 780
2(1). ანდელიკ კერბერი (გერ) - 7 115
3(5). კაროლინა პლიშკოვა (ჩეხ) - 5 270
4(4). სიმონა ჰალეპი (რუმ) - 5 073
5(6). დ. ციბულკოვა (სლოვაკ) - 4 985
6(3). აგნიეშკა რადვანსკა (პოლ) - 4 915
7(7). გარბინ მუგურუსა (ესპ) - 4 720
8(10). სვეტლანა კუზნეცოვა (რუს) - 3 915
9(8). მედისონ კისი (აშშ) - 3897
10(9). იოჰანა კონტა (ბრიტ) - 3 705
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"