გრენობლი ქართველებს არ სწყალობს - შაფათავამ და გორგოძემ სტარტზევე წააგეს

AutoSharing Option
საქართველოს ჩოგბურთელ ქალთა ნაკრების ლიდერი სოფიო შაფათავა და ეკატერინე გორგოძე გრენობლის 25.000-იან საერთაშორისო ტურნირში ჩაებნენ, მაგრამ სტარტზევე გამოეთიშნენ შეჯიბრებას.

შაფათავა ერთეულებში მეოთხე ნომრად განთესილ ტერეზა შმიტკოვასთან დამარცხდა - 3:6, 6:7. ჩვენებური წყვილებში რუს ანგელინა გაბუევასთან ერთად ასპარეზობის მეოთხე ნომერი იყო, მაგრამ ფრანგებთან - ფიონა პეროსა და ჩლოე პაკეტისთან ვერაფერს გახდა - ორთაბრძოლა ორ სეტში დათმო - 4:6, 3:6.

გორგოძემ შეჯიბრება საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყო, სადაც რეიტინგფავორიტი გახლდათ, ტურნირში მეორე წრიდან ჩაება, თუმცა პირველსავე პაექრობაში მას შვეიცარიელმა სანდა მარტიმ აჯობა - 6:3,
6:4. წყვილებში გორგოძისა და აქგულ ამანმურადოვას (უზბეკეთი) დუეტმა ესპანელების - ხეორხინა გარსია-პერესისა და ოლგა საეზ ლარას ტანდემთან წააგო - 4:6, 5:7.

ქართველი ჩოგბურთელები ახლა ესტონეთის დედაქალაქ ტალინს მიაშურებენ, სადაც 8-11 თებერვალს ფედერაციის თასზე ითამაშებენ. ჩვენები D ჯგუფში პოლონელებსა და ავსტრიელებს გაუწევენ მეტოქეობას.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული