კონკურენტებით აღფრთოვანებული ნოვაკ ჯოკოვიჩი

AutoSharing Option
მსოფლიოს მეორე ჩოგანმა, სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა შეფასება მისცა ავსტრალიის ღია პირველობის ფინალს, რომელშიც ერთმანეთს შვეიცარიელი როჯერ ფედერერი და ესპანელი რაფაელ ნადალი შეხვდნენ. ნოვაკს არ გაკვირვებია ფინალის ამგვარი შემადგენლობა.

"სულაც არ გამკვირვებია, რომ როჯერ ფედერერმა მოიგო ავსტრალიის ღია პირველობა. როცა ის ჯანმრთელია, მისგან ყოველთვის უნდა ელოდო უმაღლესი დონის თამაშს.

ფედერერსა და ნადალს შორის ფინალი - 2017 წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელიც ცდება ჩოგბურთის ფარგლებს. ეს არის ყველა დროის ერთ-ერთი უდიადესი დაპირისპირება. ორივემ გვიჩვენა - რატომ არიან უდიდესი ჩემპიონები. როგორც კორტზე,
ასევე მის მიღმა", - თქვა ჯოკოვიჩმა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ნამდვილი პროპესიონალის სიტყვები, ისე კი ფედერერი მართლაც ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთთელია მსოფლიოში
dato
08:56 03-02-2017
0

სიახლეები პოპულარული