ფედერაციის თასი: დღეს საქართველოს ქალთა ნაკრები ავსტრიით იწყებს

AutoSharing Option
14 ქვეყნის ჩოგბურთელ ქალთა ნაკრები გუნდები მონაწილეობენ ფედერაციის თასის გათამაშების პირველ ევროაფრიკულ ზონაში, რომელსაც ესტონეთის დედაქალაქი ტალინი მასპინძლობს. ისინი ზედა ეშელონში გადასასვლელი ორი საგზურისთვის იბრძოლებენ.

წილისყრით ეს გუნდები ჯგუფებში ასე გადანაწილდნენ:

A ჯგუფი. პოლონეთი, საქართველო, ავსტრია
B ჯგუფი. ხორვატია, ბოსნია, უნგრეთი
C ჯგუფი. დიდი ბრიტანეთი, ლატვია, თურქეთი, პორტუგალია
D ჯგუფი. სერბეთი, ისრაელი, ბულგარეთი, ესტონეთი

გუშინ A ჯგუფში პოლონეთმა (მაგდა ლინეტე (ერთეულებში - 96-ე, წყვილებში - 144-ე), კატარჟინა პიტერი (212-ე, 116-ე), პაულა კანია (268-, 75-ე), მაგდალენა ფრეჩი (279-ე, 491-ე), კაპიტანი კლაუდია
იგნაჩიკი) ავსტრია (ბარბარა ჰაასი (161-ე), ტამირა პაზეკი (180-ე, 460-ე), ჯულია გრაბხერი (304-ე, 456-ე), პია კონიგი (424-ე, 331-ე), კაპიტანი იურგენ ვებერი) დაამარცხა 2:1 - კატარჟინა პიტერი-ტამირა პაზეკი 6:2, 6:4, მაგდა ლინეტე-ბარბარა ჰაასი 4:6, 6:4, 5:7, მაგდალენა ფრეჩი, პაულა კანია-ჯულია გრაბხერი, პია კონიგი 6:3, 6:2.

დღეს, 9 თებერვალს საქართველოს ნაკრები (სოფიო შაფათავა (225-ე, 186-ე), ეკატერინე გორგოძე (325-ე, 246-ე), მარიამ ბოლქვაძე (516-ე, 559-ე), ოქსანა კალაშნიკოვა (846-ე, 57-ე), კაპიტანი მარგალიტა ჩახნაშვილი-რანცინგერი) ავსტრიის გუნდთან გაარკვევს ურთიერთობას.

გუშინ ტალინში მარგალიტა ჩახნაშვილს შევეხმიანეთ, რომელმაც გვითხრა, რომ ავსტრიელების წინააღმდეგ ჩვენს გუნდში პირველ ნომრად სოფიო შაფათავა ითამაშებს, მეორე ნომრად - ეკატერინე გორგოძე, ხოლო წყვილებში შაფათავა და ოქსანა კალაშნიკოვა მოსინჯავენ ძალებს.

ავსტრიელთა შემადგენლობა მხოლოდ დღეს გახდება ცნობილი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
ოლ ბლექსია?
dato
13:31 10-02-2017
0
All black s ია ტო ?
vakho
18:39 09-02-2017
0

სიახლეები პოპულარული