წყვილებში რუს ივან დავიდოვთან ერთად მან პირველ წრეში იტალიელებს - კლაუდიო ფორტუნას და ფრანჩესკო ვილარდოს აჯობა (6:4, 6:3) და მეოთხედფინალში გავიდა, იქ კი გუშინ უკრაინელებთან - ვადიმ ურსუსა და ვლადიმირ უჟილოვსკისთან დამარცხდა - 3:6, 6:2, 6:10.
წაგების მიუხედავად, ის ანტალიას არ დამშვიდობებია - ხვალიდან ირაკლი მეტრეველთან ერთად ახალი 15.000-იანი ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოსინჯავს ძალებს.
* * *
ანტალიას მიაშურებს საქართველოს ქალთა ნაკრების წევრი ეკატერინე გორგოძე, რომელიც ბერგამოს (იტალია, საპრიზო ფონდი ქართველი ჩოგბურთელი თურქულ ტურნირში, სავარაუდოდ, მესამე ნომრად იქნება განთესილი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"