რომელ ადგილზე იქნება ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ს განახლებულ რეიტინგში

AutoSharing Option
20 თებერვალს ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი მემფისის ტურნირის ფინალში ამერიკელ რაიან ჰარისონთან დამარცხდა.

- ნიკოლოზ ბასილაშვილი მემფისის ტურნირის ფინალში დამარცხდა [VIDEO]

ბასილაშვილმა, როგორც ტურნირის ფინალისტმა, 60 ათას დოლართან ერთად სარეიტინგო 150 ქულა მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ მას 864 ქულა აქვს და ხვალ, 21 თებერვალს, ATP-ს განახლებულ რეიტინგში ის 52-ე ადგილზე იქნება. შეგახსენებთ, რომ ერთი კვირის წინ გამოქვეყნებულ რეიტინგში ქართველი ჩოგბურთელი 67-ე იყო.

ხვალვე ფლორიდაში Delray Beach-ის ტურნირი იწყება, სადაც ბასილაშვილის მეტოქე გერმანელი ტომი ჰაასი იქნება. გერმანელი ჩოგბურთელი მსოფლიოს რეიტინგში
1024-ე ადგილზეა. ბასილაშვილი და ჰაასი ერთმანეთს აქამდე არასდროს შეხვედრილან.
მკითხველის კომენტარები / 10 /
ტურნირის მოგების ასეთი შანსი მეტი აღარ ექნება....სამწუხაროა
zura
10:04 20-02-2017
0
გული არ გაიტეხო, ნიკა! ასეთი დამარცხება მომავალი გამარჯვებების საწინდარია!
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული